აბელის პრემია
Jump to navigation
Jump to search
აბელის პრემია (ინგლ. Abel Prize) — ნორვეგიელი მათემატიკოსის ნილს ჰენრიკ აბელის სახელობის პრემია მათემატიკაში. დააარსა ნორვეგიის მთავრობამ 2002 წელს და გაიცემა 2003 წლიდან. პრემია გაიცემა ყოველწლიურად ჩვენი დროის გამოჩენილ მათემატიკოსებზე. პრემიამ დაარსებისთანავე მიიღო სახელწოდება „ნობელის პრემია მათემატიკაში“[1][2][3] და გახდა ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მათემატიკის სფეროში.
პრემიის ფულადი ჯილდოა 6 მლნ ნორვეგიული კრონი (€ 750 ათ. ან $1,06 მლნ).[4].
პრემიის ლაურეატს ყოველწლიურად ირჩევს საერთაშორისო კომიტეტი, რომელიც შედგება ხუთი მათემატიკოსისაგან, რომელსაც ნიშნავენ საერთაშორისო მათემატიკური კავშირი და ევროპის მათემატიკოსთა გაერთიანება. კომიტეტს ხელმძღვანელობს ნორვეგიელი მათემატიკოსი რაგნი პიენე.
ლაურეატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აბელის პრემიის ლაურეატების ცხრილი[5]:
წელი | ლაურეატ(ებ)ი | მოქალაქეობა | ინსტიტუტი | ციტატა | სქოლიო |
---|---|---|---|---|---|
2003 | ჟან პიერ სერი | ![]() |
კოლეჟ-დე-ფრანსი | „მნიშვნელოვანი როლის შესრულებისათვის მატემატიკის რამდენიმე დარგის, ტოპოლოგიის, ალგებრული გეომეტრიისა და რიცხვთა თეორიის თანამედროვე სახით ჩამოყალიბებაში“. | [6] |
2004 | მაიკლ ფრენსის ატია; იზადორ ზინგერი |
![]() ![]() |
ედინბურგის უნივერსიტეტი; მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი |
„მათი წვლილისათვის ინდექსის თეორიაში, რომელთანაც დაკავშირებულია ტოპოლოგია, გეომეტრია და მათემატიკური ანალიზი, ასევე ახალი დამაკავშირებელი ხიდებისათვის მათემატიკასა და თეორიულ ფიზიკას შორის“. | [7] |
2005 | პიტერ ლაქსი | ![]() ![]() |
ნიუ-იორკის უნივერსიტეტი | „მისი ინოვაციური წვლილისთვის ნაწილობრივი დიფერენციალური განტოლების თეორიასა და მის გამოყენებაში, მათი ამოხსნის გამოანგარიშებაში.“ | [9] |
2006 | ლენარტ კარლესონი | ![]() |
ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტი | „მისი სიღრმისეული და გარდამტეხი წვლილისთვის გლუვი დინამიური სისტემების ჰარმონიულ ანალიზსა და თეორიაში.“ | [11] |
2007 | სრინივასა ვარადჰანი | ![]() ![]() |
ნიუ-იორკის უნივერსიტეტი | „მისი ძირითადი წვლილისთვის ალბათობის თეორიაში, კერძოდ, დიდი გადახრის ერთიან თეორიაში.“ | [13] |
2008 | ჯონ ტომპსონი; ჟაკ ტიტსი |
![]() ![]() ![]() |
ფლორიდის უნივერსიტეტი; კოლეჟ-დე-ფრანსი |
„მათი მიღწევისათვის ალგებრასა და ჯგუფთა თეორიის თანამედროვე სახით ჩამოყალიბებაში“. | [15] |
2009 | მიხეილ გრომოვი | ![]() ![]() |
უმაღლესი სამეცნიერო კვლევების ინსტიტუტი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი |
„მისი რევოლუციური წვლილისათვის გეომეტრიაში“ | [17] |
2010 | ჯონ ტეიტი | ![]() |
ტეხასის უნივერსიტეტი | „მისი ვრცელი და ხანგრძლივი გავლენისთვის რიცხვთა თეორიაზე.“ | [18] |
2011 | ჯონ მილნორი | ![]() |
სტონი ბრუკის უნივერსიტეტი | „ინოვაციური აღმოჩენებისთვის ტოპოლოგიაში, გეომეტრიასა და ალგებრაში.“ | [20] |
2012 | ენდრე სემერედი | ![]() ![]() |
რატგერსის უნივერსიტეტი | „მისი ძირითადი წვლილისთვის დისკრეტულ მათემატიკასა და თეორიულ კომპიუტერულ მეცნიერებაში; ამ წვლილის და მასთან დამატებით, რიცხვთა თეორიისა და ერგოდულობის თეორიის სიღრმისეული და ხანგრძლივი გავლენის აღიარებაში.“ | [22] |
2013 | პიერ დელინი | ![]() |
პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტი | „მისი გარდამტეხი წვლილისთვის ალგებრულ გეომეტრიაში და მისი ტრანსფორმაციული გავლენისთვის რიცხვთა თეორიაზე, წარმომადგენლობის თეორიასა და მათ მონათესავე სფეროებზე.“ | [23] |
2014 | იაკობ სინაი | ![]() ![]() |
ლანდაუს თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი და პრინსტონის უნივერსიტეტი |
„მისი ძირითადი წვლილისთვის დინამიურ სისტემებში, ერგოდულობის თეორიასა და მათემატიკურ ფიზიკაში.“ | [24] |
2015 | ჯონ ფორბს ნეში; ლუის ნირენბერგი |
![]() ![]() ![]() |
პრინსტონის უნივერსიტეტი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი |
„განსაცვიფრებელი და გარდამტეხი წვლილისთვის არაწრფივ ნაწილობრივ დიფერენციალურ განტოლებათა თეორიასა და გეომეტრიულ ანალიზში მისი გამოყენებისთვის.“ | [25] |
2016 | ენდრიუ უაილზი | ![]() |
ოქსფორდის უნივერსიტეტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი და პრინსტონის უნივერსიტეტი |
„მისი განმაცვიფრებელი მტკიცებულებისთვის ფერმას ბოლო თეორემაში მოდულარობის ვარაუდით ნახევრად სტაბილურ ელიფსურ მრუდებში, რიცხვთა თეორიაში ახალი ეპოქის დაწყებისთვის.“ | [26][27] |
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Cipra, Barry (26 March 2009). «Russian Mathematician Wins Abel Prize». ScienceNOW.
- ↑ «Geometer wins maths 'Nobel'». Nature Publishing Group. 26 March 2009
- ↑ Lisa W. Foderaro. «In N.Y.U.'s Tally of Abel Prizes for Mathematics, Gromov Makes Three». The New York Times, 31.05.2009
- ↑ About the Abel Prize
- ↑ Abel Prize Laureate
- ↑ The Abel Prize Laureate 2003. The Norwegian Academy of Science and Letters. წაკითხვის თარიღი: 23 December 2012.
- ↑ The Abel Prize Laureate 2004. The Norwegian Academy of Science and Letters. წაკითხვის თარიღი: 23 December 2012.
- ↑ Peter Lax | Simons Foundation. წაკითხვის თარიღი: 2015-11-12.
- ↑ The Abel Prize Laureate 2005. The Norwegian Academy of Science and Letters. წაკითხვის თარიღი: 23 December 2012.
- ↑ Swedish mathematician receives the Abel Prize. The Norwegian Academy of Science and Letters. წაკითხვის თარიღი: 23 December 2012.
- ↑ The Abel Prize Laureate 2006. The Norwegian Academy of Science and Letters. წაკითხვის თარიღი: 23 December 2012.
- ↑ Fields Institute – Thematic Program on Dynamic and Transport in Disordered Systems. Fields Institute for Research in Mathematical Sciences. წაკითხვის თარიღი: 23 December 2012.
- ↑ The Abel Prize Laureate 2007. The Norwegian Academy of Science and Letters. წაკითხვის თარიღი: 23 December 2012.
- ↑ Abel Prize Ceremony 2008. The Royal Norwegian Embassy in Seoul. წაკითხვის თარიღი: 23 December 2012.
- ↑ The Abel Prize Laureate 2008. The Norwegian Academy of Science and Letters. წაკითხვის თარიღი: 23 December 2012.
- ↑ Russian-French mathematician receives the Abel Prize. The Norwegian Academy of Science and Letters. წაკითხვის თარიღი: 23 December 2012.
- ↑ The Abel Prize Laureate 2009. The Norwegian Academy of Science and Letters. წაკითხვის თარიღი: 23 December 2012.
- ↑ The Abel Prize Laureate 2010. The Norwegian Academy of Science and Letters. წაკითხვის თარიღი: 23 December 2012.
- ↑ Dimension-Cruncher: Exotic Spheres Earn Mathematician John Milnor an Abel Prize. Scientific American. წაკითხვის თარიღი: 23 December 2012.
- ↑ The Abel Prize Laureate 2011. The Norwegian Academy of Science and Letters. წაკითხვის თარიღი: 23 December 2012.
- ↑ Hungarian-American Endre Szemerédi named Abel Prize winner. The Norwegian Academy of Science and Letters. წაკითხვის თარიღი: 23 December 2012.
- ↑ The Abel Prize Laureate 2012. The Norwegian Academy of Science and Letters. წაკითხვის თარიღი: 23 December 2012.
- ↑ The Abel Prize Laureate 2013. The Norwegian Academy of Science and Letters. წაკითხვის თარიღი: 20 June 2013.
- ↑ The Abel Prize Laureate 2014. The Norwegian Academy of Science and Letters. წაკითხვის თარიღი: 26 March 2014.
- ↑ The Abel Prize Laureate 2015. The Norwegian Academy of Science and Letters. წაკითხვის თარიღი: 25 March 2015.
- ↑ The Abel Prize Laureate 2016. The Norwegian Academy of Science and Letters. წაკითხვის თარიღი: 15 March 2016.
- ↑ Princeton University. Princeton University. წაკითხვის თარიღი: 16 March 2016.