შინაარსზე გადასვლა

აბელარდო როდრიგესი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბელარდო როდრიგესი
მექსიკის 50-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 სექტემბერი, 1932  30 ნოემბერი, 1934
წინამორბედიპასკუალ ორტის რუბიო
მემკვიდრელაზარო კარდენასი

სონორას გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 სექტემბერი, 1943  15 აპრილი, 1948
წინამორბედიანსელმო მაკიას ვალენსუელა
მემკვიდრეჰორაციო სობარცო

თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 აგვისტო, 1932  4 სექტემბერი, 1932
წინამორბედიპლუტარკო ელიას კალესი
მემკვიდრეპაბლო კიროგა

ეკონომიკის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 1932  2 აგვისტო, 1932
წინამორბედიაარონ საენს გარსა
მემკვიდრეპრიმო ვილა მიშელი

დაბადებული12 მაისი, 1889
გუაიმასი, სონორა, მექსიკა
გარდაცვლილი13 თებერვალი, 1967
კალიფორნია, აშშ
ხელმოწერა

აბელარდო როდრიგეს ლუხანი (დ. 12 მაისი, 1889 – გ. 13 თებერვალი, 1967) — მექსიკელი ოფიცერი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, მექსიკის 50-ე პრეზიდენტი 1932 წლიდან 1934 წლამდე.

როდრიგესი დაიბადა 1889 წლის 12 მაისს, სონორის შტატის ქალაქ სან-ხოსე-დე-გუანიპასი, ღარიბ ოჯახში.

თერთმეტი წლის ასაკში ის ხანმოკლედ სწავლობდა არიზონას შტატის ქალაქ ნოგალესში.

როდრიგესს დაწყებითი სკოლა არ დაუმთავრებია. მან მეოთხე კლასის შემდეგ სკოლა მიატოვა, რათა ემუშავა და ოჯახს დახმარებოდა. ახალგაზრდობაში ის მუშაობდა ძმის ტექნიკის მაღაზიაში, კანანეაში სპილენძის მაღაროში და პროფესიონალ ბეისბოლისტად ნოგალესი, სონორაში. ცოტა ხნით მუშაობდა ფოლადის ქარხანაში ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. ოცნებობდა გამხდარიყო მომღერალი, ცდილობდა აეწყო კარიერა, თუმცა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და როდრიგესი მექსიკაში დაბრუნდა.

სონორაში ის ცოტა ხნით მუშაობდა სამხრეთ წყნარი ოკეანის რკინიგზაში, სანამ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. აბელარდო ვერ არჩევდა წითელ და მწვანე ფერებს. ამის გამო მან ვერ ჩააბარა რკინიგზის კონდუქტორის გამოცდა.[1] 1912 წელს ის პოლიციის მეთაური გახდა ნოგალესში, სონორაში.

როდრიგესი მექსიკის რევოლუციას ლეიტენანტის წოდებით 1913 წლის 1 მარტს შეუერთდა. ის სონორანელი არარეგულარული ჯარის მეორე ბატალიონს შეუერთდა, რომელსაც მეთაურობდა პოლკოვნიკი ოროსკო. როდრიგესმა თავისი სამხედრო გამოცდილება 1962 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიაში აღწერა.

შეტაკებები ჩრდილოელებთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ბრძოლა როდრიგესის მონაწილეობით გაიმართა 1913 წლის 24 აგვისტოს, სონორას შტატის ქალაქ კრუზ-დე-ლა-პიედრაში.[2] 1913 წლის ბოლოს როდრიგესი ლოს-მოჩისთან იბრძოდა, შემდეგ კი სინალოა-დე-ლეივაში. 1913 წლის 1 ოქტომბერს სინალოა-დე-ლეივაში იგი მეორე კაპიტნად დააწინაურეს. 1913 წლის 14 ოქტომბერს მან კულიაკანის აღებაში მიიღო მონაწილეობა.

კაპიტან პედრო ალმადასთან კონფლიქტის გამო,1914 წლის 16 ივნისს როდრიგესი დააპატიმრეს და დურანგოს შტატის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაგზავნეს. 1914 წლის 24 ივნისს როდრიგესი ციხიდან გაათავისუფლეს. იურიდიულმა სტაჟიორმა ხესუს დორადორ იბარამ დაადასტურა, რომ როდრიგესმა ფაქტობრივად პირველი კაპიტნის წოდება მოიპოვა და შესაბამისად, დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია. მოსამართლემ დაპატიმრების ორდერი გააუქმა და როდრიგესი გაათავისუფლა. გათავისუფლების დღეს ის კაპიტანმა პედრო ალმადამ მოინახულა. ისისნი შერიგდენ და დამეგობრდნენ.

ქვემო კალიფორნიის ჩრდილოეთ ტერიტორიის გუბერნატორი (1923-1929)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923 წელს როდრიგესი ქვემო კალიფორნიის ჩრდილოეთ ტერიტორიის გუბერნატორი გახდა. ის სამხედრო მეთაურის თანამდებობას იკავებდა და ამავდროულად ამ შტატის გუბერნატორადაც მსახურობდა. როდრიგესი ქვემო კალიფორნიის ჩრდილოეთ ტერიტორიის გუბერნატორად 1929 წლის 31 დეკემბრამდე მსახურობდა.

მისი წინამორბედის, პოლკოვნიკ ესტებან კანტუს მსგავსად, როდრიგესმა პირადად ისარგებლა ტიხუანას ვიცე-ტურიზმის ინდუსტრიით, რომელიც კანტუს წასვლის შემდეგ წლებში გაიზარდა, ძირითადად სან დიეგოსთან და ლოს-ანჯელესთან სიახლოვის გამო აკრძალვის დროს. კერძო სექტორში ლეგიტიმური ინვესტიციების გარდა, როდრიგესი ვიცე-ტურიზმთან დაკავშირებული ლიცენზიების გაყიდვით გამდიდრდა. ალკოჰოლური სასმელებისა და აზარტული თამაშების კონცესიების გაცემის გარდა, როდრიგესი ასევე გახდა ამ საქმიანობით დაკავებული ამერიკელი მეწარმეების მთავარი პარტნიორი.[3] გუბერნატორობის პერიოდში როდრიგესი ასევე შოულობდა ფულს ალკოჰოლისა და ოპიუმის ვაჭრობით.[4] ფრანცისკო კრუზის თქმით, როდრიგესმა ნარკოტიკებით ვაჭრობის ბიზნესი კანტუსგან ისწავლა.[5]

გუბერნატორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუბერნატორის თანამდებობის დატოვების შემდეგ, 1929 წლის 31 დეკემბერს, როდრიგესმა ქვემო კალიფორნიის ჩრდილოეთ ტერიტორიის გუბერნატორის თანამდებობიდან დატოვა.

მოგზაურობა ევროპაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წლის დასაწყისში როდრიგესი და მისი ოჯახი ევროპაში გაემგზავრნენ. იქ როდრიგესმა შეისწავლა ჯარის განლაგების სისტემები და სამხედრო ბანაკები. ისინი ევროპაში დაახლოებით 10 თვის განმავლობაში დარჩნენ, მოგვიანებით კი საცხოვრებლად როდრიგესის რანჩოზე, ელ-საუზალში, ენსენადასთან ახლოს, გადავიდოდნენ.[6]

თანამდებობები ფედერალურ კაბინეტში (1931-1932)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1931 წელს როდრიგესი მეხიკოში გამოიძახეს ახალი პრეზიდენტის, ორტის რუბიოს კაბინეტში სამუშაოდ. 1931 წლის ოქტომბრიდან 1932 წლის იანვრამდე როდრიგესი ომისა და საზღვაო ძალების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. 1932 წლის იანვრიდან 1932 წლის ივლისამდე ის იყო მრეწველობის, ვაჭრობისა და შრომის მინისტრი. 1932 წლის აგვისტოდან სექტემბრამდე ის იყო ომისა და საზღვაო ძალების მინისტრი.[7][8]

პრეზიდენტი ორტის რუბიო კალესთან კონფლიქტის გამო გადადგა. ამგვარად, მემკვიდრეობის საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. ორტის რუბიომ გადადგომას ხელი 1932 წლის 2 სექტემბერს მოაწერა და მომდევნო დღეს კონგრესს წარუდგინა. გადადგომის მიუხედავად, პრეზიდენტის კაბინეტის შეხვედრა, კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტის კალესის სახლში, კუერნავაკაში გაიმართა. ეროვნული რევოლუციური პარტიის პრეზიდენტმა, გენერალმა მანუელ პერეს ტრევინიომ, გამოაცხადა იმ პირთა სახელები, რომლებსაც კალესი მისაღებ კანდიდატად მიიჩნევდა: ფინანსთა მინისტრი ალბერტო ხ. პანი, გენერალი ხოაკინ ამარო და გენერალი აბელარდო ლ. როდრიგესი. პანიმ უარი თქვა მონაწილეობაზე და კალესს შესთავაზა, რომ როდრიგესი აერჩია. თუმცა, კონგრესს ოთხი კანდიდატი წარედგინა, რომლებს დაემატა შინაგან საქმეთა მინისტრის, გენერალ ხუან ხოსე რიოსის სახელი. დიდმა მხარდაჭერამ განაპირობა როდრიგესის პრეზიდენტობა. აბელარდო კონგრესმა მექსიკის პრეზიდენტად 1932 წლის 4 სექტემბერს დანიშნა.

როდრიგესის კაბინეტში შედიოდა ემილიო პორტეს ხილი, რომელიც 1928 წლიდან 1930 წლამდე მოვალეობის შემსრულებელი პრეზიდენტი იყო. მისი წინამორბედის, ორტის რუბიოს კაბინეტისგან განსხვავებით, რომელიც გადაჭარბებული საკადრო ცვლილებებით გამოირჩეოდა, როდრიგესის კაბინეტი უფრო სტაბილური გახლდა.

ძალაუფლების კონსოლიდაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდრიგესის პრეზიდენტობის დროს, კალიესი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საზოგადოებაში. მექსიკური პრესა კალიესს კვლავ „El Jefe Máximo de la Revolución“-ს (რევოლუციის უზენაესი ლიდერი) უწოდებდა. ამერიკული პრესა მას „მექსიკის ძლიერ კაცს“ უწოდებდა. ამრიგად, ჩრდილოეთ ამერიკელი მრავალი დამკვირვებელი როდრიგესს კალესის სუსტ პოლიტიკურ მარიონეტად მიიჩნევდა.[9] ამ შეხედულებას ხშირად იზიარებენ თანამედროვე ისტორიკოსებიც. მაგალითად, „მექსიკის ისტორიის კურსში“ შერმანი და მეიერი დასცინიან როდრიგესს, როგორც „კაცს, რომელსაც ნაკლებად ჰქონდა ადმინისტრაციული ნიჭი, ვიდრე ძალაუფლებისადმი ლტოლვა.“.[10][11][12][13]

თუმცა, პორტეს ჟილისა და ორტის რუბიოსგან განსხვავებით, როდრიგესი კალიესის მეგობარი და მოკავშირე იყო. ამგვარად, პროფესორი იურგენ ბუკენაუ ამტკიცებს, რომ, საერთო ჯამში, კალიესის ჯანმრთელობის გაუარესების, ასევე როდრიგესის პირადი ქონებისა და მისი ოსტატური პოლიტიკური მანევრირების წყალობით, როდრიგესმა ფაქტობრივად შეძლო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალაუფლების აღდგენა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მისი მოღვაწეობის პერიოდში.[14]აშშ-ის სამხედრო ატაშეს 1932 წლის ანგარიშის თანახმად, კალესი თვლიდა, რომ მთავრობას როდრიგესის უსაფრთხო და კომპეტენტურ ხელში ტოვებდა.[15]

გარე დამკვირვებლები ადასტურებენ ამ შეხედულებებს. მაგალითად, მეხიკო სიტის გაზეთებისა და ჟურნალების გამომცემელმა ფელიქს ს. პალავიჩინიმ პრეზიდენტ როდრიგესს „მექსიკელი რუზველტი“ უწოდა, რადგან როდრიგესის ადმინისტრაცია დიდწილად იმეორებდა აშშ-ის პრეზიდენტის ფრანკლინ დ. რუზველტის ადმინისტრაციას. პალავიჩინიმ 1934 წლის იანვარში განაცხადა, რომ პრეზიდენტი როდრიგესი არაჩვეულებრივ ძალისხმევას იჩენდა მექსიკელი ხალხის განათლებისთვის და რომ მინიმალური ხელფასის კანონი მნიშვნელოვნად ამცირებდა სიღარიბეს.[16] სან დიეგოელი უძრავი ქონების დეველოპერისა და პოლიტიკოსის, პოლკოვნიკ ედ ფლეტჩერის თქმით, პრეზიდენტი როდრიგესი მექსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პრეზიდენტი იყო. ფლეტჩერმა განაცხადა, რომ „პრეზიდენტი როდრიგესი მექსიკას კომერციულად და კულტურულად ავითარებს“.

თუმცა, კალიესს კვლავ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა როდრიგესის ზოგიერთ მინისტრზე, რომლებიც ხშირად გადაწყვეტილებების მიღებამდე კალიესთან კონსულტაციებს გადიოდნენ. ამასობაში, არაკეთილსინდისიერი ფინანსთა მინისტრი ალბერტო ჯ. პანი ცდილობდა როდრიგესის დეფიციტის შემცირების პოლიტიკის შერბილებას და ეწინააღმდეგებოდა მთავრობის ანტიკლერიკალურ ტენდენციებს. შედეგად, როდრიგესმა აიძულა პანი, გადამდგარიყო კაბინეტიდან. პანის გადადგომის წინააღმდეგ კალესის დასამშვიდებლად, როდრიგესმა კალესი ფინანსთა მინისტრად დანიშნა.[17]

კალიესის ჯანმრთელობა, რომელიც არასდროს ყოფილა განსაკუთრებით კარგი, როდრიგესის პრეზიდენტობის დროს მნიშვნელოვნად გაუარესდა. 1932 წელს ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ კალესს ართრიტის, ათეროსკლეროზის და არასწორი კვების შედეგად გამოწვეული ქრონიკული ნაწლავური დაავადების კომბინაცია აწუხებდა. ამრიგად, მისი ცუდი ჯანმრთელობა და ხანდაზმული ასაკი სულ უფრო მეტად აშორებდა მას პოლიტიკური საკითხებისგან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის მეხიკოში ცოტა დროს ატარებდა. როდრიგესის პრეზიდენტობის დროს, კალესი თვეების განმავლობაში ისვენებდა პრეზიდენტ როდრიგესის რანჩოზე ელ-საუსალში, ქვემო კალიფორნიაში.[18] კალესის ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, 1932 წლის გაზაფხულზე მის ახალგაზრდა მეორე მეუღლეს, ლეონორ ლორენტე დე კალესს, ტვინის სიმსივნე დაუდგინდა. ის რამდენიმე თვის შემდეგ, წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, მეხიკოში გარდაიცვალა. „კალიესის ჯანმრთელობა და ფსიქიკური მდგომარეობა ამ გავლენიანი ლიდერის აქილევსის ქუსლს წარმოადგენდა“.[19]საბოლოოდ, კალესმა რანჩო შეიძინა კუერნავაკაში, მეხიკოდან სამხრეთით დაახლოებით 80 კილომეტრში, სადაც ის დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა.

როდრიგესმა ოსტატურად გაატარა საზოგადოებრივ აღქმაში, რომ პრეზიდენტობის მიუხედავად, კალიესი ხელისუფლებაში რჩებოდა. მაგალითად, 1934 წლის მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა კალესს წერილი მისწერა, რომელშიც „მიულოცა მას მექსიკის მშვიდობა და მზარდი კეთილდღეობა“. წერილი უნდა მიეწოდებინათ კალესის მიერ მექსიკაში აშშ-ის ახალი ელჩისთვის, ჯოზეფ დენიელსისთვის, გამართულ სადილზე. როდრიგესს კუერნავაკაში, კალიესის რანჩოზე გამართული სადილის შესახებ აცნობეს, რომელზეც უკვე მიწვეული იყო მრავალი მექსიკელი და უცხოელი მაღალი თანამდებობის პირი. ეს ინფორმაცია როდრიგესს ხოსე მანუელ პუიგ კასაურანკმა მიაწოდა.

ამ შეურაცხყოფის შესახებ როდრიგესმა დაჟინებით მოითხოვა ვახშმის გაუქმება, რადგან კალიესი „უბრალოდ მოქალაქე“ იყო. ყოფილ პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება, ასეთი ღონისძიებები ჩაეტარებინა. სტუმრები არ მიიწვიეს იმ საბაბით, რომ კალიესი ავად იყო. „პრეზიდენტმა დაჟინებით მოითხოვა, რომ თუ ასეთი სადილი უნდა გამართულიყო, ის თავად უნდა გაემართა და თუ პრეზიდენტ რუზველტისგან შეტყობინება მოვიდოდა, ის მექსიკის პრეზიდენტისთვის უნდა ყოფილიყო მიმართული“.[20] რუზველტის წერილი კალიესისთვის საბოლოოდ ჩაბარდა. კალიესმა უპასუხა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუზველტს დიდ პატივს სცემდა, ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრი არ იყო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Abelardo Rodríguez: único político en gobernar a México y dos de sus estados spanish. ციტირების თარიღი: 30 January 2022
  2. El General Don Abelardo Rodríguez Luján. ციტირების თარიღი: 30 January 2022
  3. Archivo General de la Naci n, Investigaciones Pol ticas y Sociales, (hereafter AGN IPS), Box 247, 7/011.3(722) 1 2-313.3.21.-A Nos. 637, 97, 17.
  4. Buchenau, Jürgen (2010). Plutarco Elías Calles and the Mexican Revolution (English). Lanham, MD: Rowman & Littlefield, გვ. 92, 97, 162, 164–65. ISBN 978-1-4616-4095-0. OCLC 1030389029. 
  5. Dulles, John Watson Foster (1961). Yesterday in Mexico; a chronicle of the Revolution, 1919-1936. (English). Austin: University of Texas Press, გვ. 76, 424–25, 557–561, 563–65. ISBN 978-0-292-72972-8. OCLC 484375. 
  6. Buchenau, Jürgen (1 December 2006). „Plutarco Elías Calles and the Maximato in Revolutionary Mexico: A Reinterpretation“. Jahrbuch für Geschichte Lateinamerikas. 43: 246, 253. doi:10.7767/jbla.2006.43.1.229. S2CID 154052815.
  7. Hernandez, Carlos Armando (2015). Narcomundo: How Narcotraficantes Gained Control of Northern Mexico and Beyond, 1945-1985 (Thesis) (ინგლისური). UCLA.
  8. Muedano, Marcos. (25 June 2011) El presidente que aprendió el negocio de las drogas es. ციტირების თარიღი: 6 February 2022
  9. Rodríguez, Abelardo Luján (1928). Memoria administrativa del gobierno del Distrito Norte de la Baja California: 1924-1927 (es). Mexicali, Baja California: S/N, გვ. 211–249. OCLC 427531964. 
  10. Taylor, Lawrence D. (1 June 2002). „The Wild Frontier Moves South“. The Journal of San Diego History. 48 (3).
  11. Chandler, Will. (22 May 2019) The Tijuana Agua Caliente Hotel and Casino.
  12. Vanderwood, Paul J (2010). Satan's Playground: Mobsters and Movie Stars at America's Greatest Gaming Resort (English). Durham, NC: Duke Univ. Press. ISBN 978-0-8223-4691-3. OCLC 705578579. 
  13. Godoy, Diego A.. (17 October 2018) Satan's Playground: Mobsters and Movie Stars at America's Greatest Gaming Resort, By Paul J. Vanderwood (2009).
  14. Reynolds, Christopher. (16 September 2007) Before Las Vegas, Tijuana was Southern California's Glitzy Escape.
  15. Niemann, Greg. A Tale of Two Leaders: Colonel Estaban Cantú and President Abelardo L. Rodríguez en. ციტირების თარიღი: 31 January 2022
  16. Joseph, Gilbert M.; Buchenau, Jürgen (2013) Mexico's Once and Future Revolution: Social Upheaval and the Challenge of Rule since the Late Nineteenth Century (en), გვ. 87–88. DOI:10.1215/9780822377382. ISBN 9780822377382. 
  17. May, Ronald V.; Wallace, Kiley. Historical Nomination of the Abelardo Rodriguez House (July 2015).
  18. IMAC | Instituto Municipal de Arte y Cultura. ციტირების თარიღი: 5 February 2022
  19. Aguilar, Antonio Ponce (2010). „Chapter IX“, El Coronel Esteban Cantú En El Distrito Norte De Baja California (es), გვ. 77, 160. 
  20. Archivo Abelardo L. Rodríguez es.