აბდ ალ-ჰამიდ მომანდი
აბდ ალ-ჰამიდ მომანდი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 1660 |
გარდაცვალების თარიღი | 1732 |
საქმიანობა | მწერალი |
აბდ ალ-ჰამიდ მომანდი (პუშტუ عبدالحميد ماشوخېل; დ. 1660 — გ. 1732) — ავღანელი პოეტი მომანდის ტომისა. წერდა პუშტუ ენაზე. სტილის სინატიფის გამო „დიდოსტატს“ უწოდებდნენ. ლირიკულ ლექსთა კრებულში „მარგალიტი და მარჯანი“ ადიდებს სილამაზეს, როგორც სამყაროს საძირკველს. განიცდიდა სუფიური პოეზიის გავლენას, სპარსულიდან თარგმნა რამდენიმე მისტიკური ხასიათის მესნევი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 23.