აბდ ალ-რაზაყ დუმბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აბდ ალ-რაზაყ დუმბული (დ. 1763 — გ. 1828) — ირანის სამეფო კარის ისტორიკოსი. წარმოშობით ქურთი (დუმბულის ტომისა). მსახურობდა აბას-მირზას კარზე. ავტორია თხზულებისა „სულთანთა სამახსოვრო საქმეები“, რომელშიც აღწერა ყაჯართა დინასტიის პირველი ორი წარმომადგენლის — აღა-მაჰმად-ხანისა და ფათალი-შაჰის ცხოვრება. ეს ნაწარმოები XVIII-XIX საუკუნეების მიჯნის ირანისა და ამიერკავკასიის, კერძოდ, საქართველოს ისტორიის ძვირფასი წყაროა. შეიცავს ცნობებს აღა-მაჰმად-ხანის 1795 წლის ლაშქრობის შესახებ საქართველოში. აბდ ალ-რაზაყ დუმბულს ეკუთვნის აგრეთვე „დუმბულის ტომის ისტორია“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]