აბდ ალ-მუმინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბდ ალ-მუმინი, სრული სახელი: აბუ მუჰამად აბდ ალ-მუმინ იბნ ალი იბნ ალვი იბნ იალა ალ-ყუმი (არაბ. عبد المؤمن بن علي or عبد المومن الــكـومي; დ. დაახლ. 1094, სოფ. თაგრა, ახლანდ. ალჟირი, — გ. 1163, რაბათი, ახლანდ. მაროკო) — ბერბერი რელიგიური და სახელმწიფო მოღვაწე, ალმოჰადების პირველი ხალიფა (1147–1163).

დაიბადა მეთუნუქის ოჯახში. დაახლოებით 1117 წელს გახდა ბერბერი მუსულმანი სწავლულისა და ალმოჰადების მოძრაობის დამაარსებლის — იბნ თუმართის მიმდევარი. მასთან ერთად იბრძოდა ალმორავიდების ხელისუფლების წინააღმდეგ. 1130 წელს იბნ თუმართის გარდაცვალების შემდეგ ალმოჰადების ლიდერი გახდა და მომდევნო 17 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ალმორავიდების წინააღმდეგ ბრძოლას. საბოლოოდ დაამარცხა ისინი მარაქეშთან ბრძოლაში 1147 წელს, თავი ხალიფად გამოაცხადა და ქალაქი თავის სატახტოდ აქცია. მომდევნო წლებში საკუთარ ძალაუფლებას დაუქვემდებარა მთელი ჩრდილოეთი აფრიკა ეგვიპტის დასავლეთით, ილაშქრა ალ-ანდალუსიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]