აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-ზუბაირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-ზუბაირი (არაბ. عبد الله بن الزبير; დ. 624 — გ. 692) — არაბი პოლიტიკური მოღვაწე კურაიშიტთა ტომისა, ანტიხალიფად წოდებული.

ედავებოდა ხალიფას იაზიდ იბნ მუავიას, რომლის გარდაცვალების შემდეგ 683 წელს თავი ხალიფად გამოაცხადა. აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-ზუბაირის ძალაუფლებას ემორჩილებოდა ერაყი, სამხრეთ არაბეთი, ეგვიპტე და სირიის დიდი ნაწილი. 687 წელს ჩააქრო შიიტების აჯანყება. ომაიანთა ხელისუფლების განმტკიცების შემდეგ ხალიფა აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანის ლაშქარმა ჰაჯაჯ იბნ იუსუფის მეთაურობით 692 წელს ალყა შემოარტყა აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-ზუბაირის მომხრეებს მექაში. აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-ზუბაირი ამ ბრძოლაში დაიღუპა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]