აბდ ალ-კადირ-ხან ხათაქი
იერსახე
აბდ ალ-კადირ-ხან ხათაქი | |
---|---|
პუშტუ عبدالقدير خان خټک | |
დაბადების თარიღი | 1650 |
გარდაცვალების თარიღი | 1702 |
საქმიანობა | პოეტი და მწერალი |
ენა | პუშტუ |
აბდ ალ-კადირ-ხან ხათაქი (პუშტუ عبدالقدير خان خټک; დ. 1651 — გ. 1702) — ავღანელი პოეტი, ლირიკოსი. ხუშპალ-ხან ხათაქის შვილი და მისი ლიტერატურული მიმდევარი.
წერდა პუშტუ ენაზე, ხშირად იმეორებდა სპარსულენოვანი პოეტების სუფიურ მოტივებს, დასტიროდა სოფლის ამაოებას, ეტრფოდა ღმერთსა და სიკეთეს, ებრძოდა ბოროტებასა და ძალადობას. შექმნა ლექსთა დივანი. დაამუშავა ადამხანისა და დურხანის ლეგენდა, პუშტუ ენაზე თარგმნა საადის „გოლესთანი“ და აბდ ალ-რაჰმან ჯამის ნაწარმოებები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 22.