აბდ-რუ-შინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აბდ-რუ-შინი (ოსკარ ერნსტ ბერნჰარდტი)
მშობ. სახელი Abd-ru-shin ან Abdruschin (Oskar Ernst Bernhardt)
დაბ. თარიღი 18 აპრილი, 1875
ბიშოფსვერდა, გერმანია
გარდ. თარიღი 6 დეკემბერი, 1941
კიპსდორფი, გერმანია
ეროვნება გერმანელი
პროფესია სასულიერო ლიტერატურა
საქმიანობა მწერალი, ფილოსოფოსი

აბდ-რუ-შინი (Abd-ru-shin ან Abdruschin), ნამდვილი სახელი — ოსკარ ერნსტ ბერნჰარდტი (გერმ. Oskar Ernst Bernhardt; დ. 18 აპრილი, 1875, ბიშოფსვერდა, გერმანია — გ. 6 დეკემბერი, 1941, კიპსდორფი, გერმანია) — გერმანელი ფილოსოფოსი და მწერალი. რელიგიურ-ფილოსოფიური თემების ავტორი, რომელიც გააერთიანა ნაშრომში „ჭეშმარიტების თვალსაზრისით: გრაალის წერილი“ (გერმ. Im Lichte der Wahrheit. Gralsbotschaft). სკოლის დასრულების შემდეგ, მშობლების რჩევით, კომერსანტის პროფესია აირჩია და კომერციისა და ვაჭრობის სასწავლებელი დაამთავრა. შემდეგ მოღვაწეობდა დრეზდენში. 1900 წლიდან მოყოლებული თავისი კომერციული საქმიანობიდან გამომდინარე მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყნებში. მოგზაურობის დროინდელმა შთაბეჭდილებებმა სამწერლობო მოღვაწეობა დააწყებინა. სამოგზაურო თემატიკაზე დაწერილი მისი ესეები და თეატრალური პიესები დიდი პოპულარობით სარგებლობდა, სწორედ ამით გაითქვა სახელი გერმანიაში და მიიღო მწერალ-დრამატურგის სტატუსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]