აბდურაჰმან ფატალიბეილი
აბდურაჰმან ფატალიბეილი | |
---|---|
დაიბადა | 12 ივნისი, 1908 ნახიჩევანი, რუსეთის იმპერია |
გარდაიცვალა | 22 ნოემბერი, 1954 (46 წლის) მიუნხენი, გერმანია |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
საქმიანობა | მაიორი |
აბდურაჰმან ფატალიბეილი (რუს. Абдулрахман Фаталибейли-Дудангинский; აზერ. Ədrürrəhman bəy Fətəlibəyli-Düdənginski; დ. 12 ივნისი, 1908 — გ. 22 ნოემბერი, 1954) — საბჭოთა არმიის მაიორი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა კავშირი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბდურაჰმან ფატალიბეილი დაიბადა 1908 წლის 12 ივნისს, სოფელ დუდანგაში (ახლანდელი შარურის მახლობლად, ნახიჩევანი). [2] სწავლობდა ბაქოს სხვადასხვა საჯარო და სამხედრო სასწავლებლებში. მოგვიანებით გადავიდა ლენინგრადში, სადაც შეუერთდა კომუნისტურ პარტიას, სამხედრო საინჟინრო სკოლაში ჩასაბარებლად, სადაც სამი წლის განმავლობაში სწავლობდა. [2] მისმა თანაკლასელმა, რომელიც შემდგომ საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი იყო, ანდრე გრეჩკომ ფატალიბეილის შესახებ თქვა: „მას გააჩნდა წარმოუდგენლად მახვილი და ანალიტიკური აზროვნება. დაბადებით მეთაური იყო. სამხედრო ტაქტიკის საკითხებში მას ვერავინ შეედრებოდა“ [3]
1936 წელს ფატალიბეილი კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს იმის გამო, რომ იცრუა თავისი სოციალური წარმომავლობის შესახებ და თავი გლეხად გამოაცხადა. [4] მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო 1939 წლის საბჭოთა-ფინეთის ომში, რის გამოც მიიღო წითელი ვარსკვლავის ორდენი. [5] ის მაიორი გახდა 1941 წელს, მაგრამ 1941 წლის სექტემბერში [5] გერმანიის [4] ბალტიის ფრონტზე დაატყვევეს და გაგზავნეს სამხედრო ტყვეთა ბანაკში. [4]
ნაცისტური გერმანია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1942 წლის აგვისტოში, მან მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანული ლეგიონის 804-ე ქვეითი ბატალიონ „ასლანში“ (სიტყვასიტყვით „ლომის ბატალიონი“), როგორც მისი მეთაურის, მაიორ გლოგერის შტაბის ოფიცერი. ბატალიონი მე-17 არმიის მე-4 სამთო დივიზიას ეკუთვნოდა. ასლანის ბატალიონი როსტოვ-ნა-დონუდან არმავირისკენ, შემდეგ კი მდინარე მალაია ლაბასა და ბაგოვსკაიასკენ დაიძრა. მისი მეთაურის, გლოგერის გარდაცვალების შემდეგ, 1943 წლის 4 თებერვალს, ფატალიბეილი დროებით მეთაურობდა ბატალიონს, შემდეგ მარტის ბოლოს კაპიტანი ჰავერლენდი დაინიშნა ბატალიონის მეთაურად. მოგვიანებით ის მსახურობდა 806-ე ქვეით ბატალიონში „იგიტიში“. პარტიზანულ თავდასხმებთან ბრძოლისას მან მიიღო რკინის ჯვარი, ხოლო 1943 წელს გერმანიის არმიის მაიორის წოდება.
ის იყო „აზერბაიჯანის ეროვნული კომიტეტის“ ხელმძღვანელი.
1943 წლის ნოემბერში, რადიო DNB-ის (Deutsche Nachrichten Büro) გადაცემამ გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანელთა პირველმა ბატალიონმა, რომელიც აქტიურად იბრძოდა ბოლშევიზმის წინააღმდეგ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, „დაამტკიცა თავისი ვაჟკაცობა და დაამშვენა გერმანული არმია“. ასევე ცნობილი გახდა, რომ 7 ნოემბერს ბერლინში გაიმართა კონფერენცია აზერბაიჯანის შესახებ, მაიორი ფატალიბეილის მეთაურობით.
700-ზე მეტი აზერბაიჯანელი მონაწილეობდა ბერლინის ბრძოლაში, რომელიც 1945 წელს მიმდინარეობდა. იგი ჩაბარდა მოკავშირეთა ძალებს და დაიწყო მუშაობა ამერიკული დაზვერვისთვის. ომის შემდეგ, ფატალიბეილი გათავისუფლდა აშშ-ს ომის დეპარტამენტის სტრატეგიული სამსახურისგან.
ცივი ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1948 წლისთვის ის მიიწვიეს ეგვიპტეში და იყო არაბების სამხედრო მრჩეველი, 1948 წლის არაბეთ-ისრაელის ომის დროს. [6]
1953 წელს მან დაიწყო მუშაობა CIA-ს მიერ დაფინანსებულ რადიო თავისუფლებაში, მიუნხენში, სადაც იგი გახდა აზერბაიჯანული განყოფილების უფროსი. 1954 წლის სექტემბერში ბელორუსი მწერლის ლეონიდ კარასის ცხედარი მიუნხენის მახლობლად მდინარე ისარში იპოვეს. ორი თვის შემდეგ (24 ნოემბერს) ფატალიბეილი მიხეილ იზმაილოვის ბინაში მკვდარი იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ არ დადასტურებულა, კაგებე ორივე შემთხვევაში ეჭვმიტანილი იყო. [7] ბეშირ ალიზადე, რომელიც რადიო თავისუფლებაში ფატალიბეილთან ერთად მუშაობდა, გარდაიცვალა 16 იანვარს 2016 წელს ნოი-ულმიში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Federal Government's Handling of Soviet and Communist Bloc Defectors: Hearings Before the Permanent Subcommittee on Investigations of the Committee on Governmental Affairs, United States Senate, One Hundredth Congress, First Session, October 8, 9, 21, 1987, Volume 4, U.S. G.P.O., 1988, p. 573.
- ↑ 2.0 2.1 Richard H. Cummings, Cold War Radio: The Dangerous History of American Broadcasting in Europe, 1950-1989, McFarland, 2009, ISBN 978-0-7864-4138-9, p. 36.
- ↑ Rahman Badalov. Time to Separate from Heroic Myths. Part I. Radio Liberty. 2 March 2010.
- ↑ 4.0 4.1 4.2 By Arch Puddington. Broadcasting Freedom: The Cold War Triumph of Radio Free Europe and Radio Liberty. University Press of Kentucky, 2003
- ↑ 5.0 5.1 Arch Puddington, Broadcasting Freedom: The Cold War Triumph of Radio Free Europe and Radio Liberty, University of Kentucky Press, 2000, ISBN 978-0-8131-9045-7, p. 229..
- ↑ Puddington, 229.
- ↑ On Air for Half a Century by Ivan Tolstoi. Radio Svoboda. 3 October 2004