აბდულქერიმ ნადირ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბდულქერიმ ნადირ-ფაშა (თურქ. Çırpanlı Abdülkerim Nadir Paşa; დ. 1807 — გ. 1885) — თურქი მარშალი (1876).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო განათლება ვენაში მიიღო. მონაილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომსა (1828-1829) და ყირიმის ომში (1853-1856), სარდლობდა ანატოლიის არმიას. 1853 წელს ბაშ კადიკლარის ბრძოლაში დამარცხებისათვის პასუხისგებაში მისცეს, მაგრამ გაამართლეს. 1862 წელს მონაწილეობდა ჩერნოგორია-ოსმალეთის ომში. 1876 წელს ეკავა სამხედრო მინისტრის პოსტი. იმავე წელს სარდლობდა ოსმალეთის არმიას სერბია-ოსმალეთის ომში და დაამარცხა სერბები. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877-1878) დასაწყისში სარდლობდა ოსმალთა მთავარ არმიას ბალკანეთში, მაგრამ დამარცხდა და გადააყენეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]