აბდულქერიმ ალიზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბდულქერიმ ალი-ოღლუ ალიზადე (აზერ. Əbdülkərim Əli oğlu Əlizadə; დ. 11 იანვარი, 1906 — გ. 3 დეკემბერი, 1979) — აზერბაიჯანელი ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, აზერბაიჯანისა და ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების შუა საუკუნეების ისტორიის სპეციალისტი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. საპატიო ნიშნისა და შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერი. აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), აზერბაიჯანის სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1960). აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემიისა და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1980).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წელს დაამთავრა ლენინგრადის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი. 1958–1963 წლებში აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი. აბდულქერიმ ალიზადეს ძირითადი გამოკვლევაა „აზერბაიჯანის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორია XIII–XIV საუკუნეებში“ (1956). 1947 წელს ე. ბერტელთან ერთად გამოაქვეყნა ნიზამი განჯევის თხზულებათა სამეცნიერო-კრიტიკული ტექსტები (სახელმწიფო პრემია, 1948).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]