დაიბადა 1882 წელს მექაში. 1896 წელს სასწავლებლად გააგზავნეს ოსმალეთის სულთნის კარზე. 1909-1916 წლებში იყო ოსმალეთის პარლამენტის დეპუტატი და ვიცე-სპიკერი. 1916-1918 წლებში მეთაურობდა არაბთა ჯარის ნაწილებს, რომლებიც გარს შემოერტყნენ ჰიჯაზის თურქულ გარნიზონებს. 1920 წელს გამოაცხადეს ერაყის მეფედ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გადადგა თავისი ძმის ფეისალ I-ის სასარგებლოდ. 1921-1946 წლებში, ინგლისელთა ხელშეწყობით გახდა ტრანსიორდანიის ამირა, 1946 წლის 25 მაისიდან — ტრანსიორდანიის (1950 წლიდან იორდანიის) მეფე. ცდილობდა ინგლისელთა კონტროლისათვის დაექვემდებარებინა არაბულ სახელმწიფოთა ლიგა. 1951 წლის 20 ივლისს პალესტინის ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ალ-აქსას მეჩეთის ზღურბლზე დაცხრილა.