აბდი-დარუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აბდი-დარუნი
უზბეკ. Abdidarun majmuasi
Antiquities of Samarkand. Mausoleum of Khodzha Abdu-Derun. General View of the Mausoleum from the Southwest WDL3734.png
აბდი-დარუნი XIX საუკუნეში
კოორდინატები 39°38′30″N 66°59′30″E / 39.641694° ჩ. გ. 66.991722° ა. გ. / 39.641694; 66.991722
მდებარეობა სამარყანდი, უზბეკეთი
თარიღდება XII-XX საუკუნეები

აბდი-დარუნი (უზბეკ. Abdidarun majmuasi) — მემორიალური, საკულტო და სასულიერო-საგანმანათლებლო დანიშნულების კომპლექსი სამარყანდის ძველ სასაფლაოზე, უზბეკეთი. აგებულია XII-XX საუკუნეებში IX საუკუნეში მოღვაწე ისლამის სამართალმცოდნის აბდ-ალ მაზედინის საფლავზე. ანსამბლის უძველეს ნაწილს წარმოადგენს XII საუკუნის მავზოლეუმი, რომლის გარშემოც სხვავასხვა დროს ააგეს ხანაქა, მეჩეთი და მედრესე. ანსამბლის ძირეული რესტავრაცია, რომელიც ცვლიდა ანსამბლის გარე ხედს, განხორციელდა XV, XIX და XX საუკუნეებში. აბდი-დარუნის ანსამბლი ითვლება ცენტრალურ აზიაში ისლამი ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამის სამართალმცოდნე აბდ-ალ მაზედინი, რომელიც მავერანაჰრში ცნობილი იყო ხოჯა აბდის სახელით, იცნობდნენ შარიათის მცოდნედ და ითვლებოდა ერთ-ერთ პატივსაცემ ყადიდ სამარყანდში. იგი გარდაიცვალა ვაახლოებით 861 წელს და დაკრძალეს მუსულმანური წესის თანახმად, მისი ეზოს ბაღში, რომელიც მდებარეობდა სამარყანდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქალაქის ციხესიმაგრის კედელთან. აბდ-ალ-მაზედინის წარმოშობის შესახებ წყაროები განსხვავებულ ცნობებს გვაწვდიან. აბუ-ტაჰირ-ხოჯა თავის წიგნში „სამარია“ მას უწოდებს ხოჯა მუჰამედ იაკუბის შვილს და ხოჯა აბუ იბნ უსმანის შვილიშვილს. ამავე დროს ისლამის ღვთისმეტყველი აბუ ხაფსა ნაჯმედდინ უმარი თავის ნაშრომში მას მიიჩნევს ხალიფა ოსმანის და შესაბამისად წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავლად.

XII სუკუნის პირველ ნახევარში აბდ-ალ მაზედინის საფლავზე სულთან აჰმად სანჯარის ბრძანებით ააგეს კუბის ფორმის მცირე მავზოლეუმი, რომელიც სრულდებოდა რვაკუთხა გუმბათით. სავარაუდოდ ამ პერიოდში წმინდა ადგილის გარშემო უკვე განთავსებული იყო სხვა სამარხებიც. მავზოლეუმი იმდენად პატარა აღმოჩნდა, რომ თითქმის მთელი მისი ინტერიერი სავსე იყო წმინდანის საფლავით. ამის გამო XV საუკუნის პირველ ნახევარში ულუღბეგის მმართველობის პერიოდში მავზოლეუმს წინიდან მიაშენეს ერთოთახიანი ნაგებობა პორტალით და გუმბათით. XV საუკუნეში წმინდა ადგილზე გაჩნდა პირველი მეჩეთი და სხვა ნაგებობები, რომლებიც დღემდე არაა შემონახული. XIX საუკუნის პირველ ნახევარში კომპლექსის დასავლეთ ნაწილში ძველ ფუნდამენტზე ააგეს ახალი მეჩეთი, რომლის რეკონსტრუქციაც ვერ მოხერხდა XX საუკუნემდე, და მცირე მინარეთი. ამავე დროს მეჩეთის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ჩააშენეს ჭიშკარი. 1905 წელს კომპლექსის ჩრდილოეთ ნაწილზე მიაშენეს მცირე მედრესე, ხოლო 1909 წელს მის დასავლეთ ნაწილში ძველი მეჩეთის ადგილზე აღმართეს უფრო ფართო შენობა აივნით, რომელსაც ჰქონდა რუსული Г ასოს ფორმა. XX საუკუნის დასაწყისში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად აბდი-დირუნის კომპლექსი ჩვენს დრომდე კარგი სახითაა შემორჩენილი. XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე აღადგინეს კიდევ ერთი დაკარგული დეკორაციის ნიმუში.

სიტყვა „დარუნი“, ტაჯიკურად ნიშნავს „შიგნით მდებარეს“ (რადგან მდებარეობდა ქალაქის კედლის შიგნით), არსებობს ასევე აბდი-ბირუნის მავზოლეუმი (ბირუნი - გარეთა), რომელშიც დაკრძალულია ოჯახის სხვა წარმომადგენელი საიდ აბდ-ი იბნ იაკუბი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანსამბლის ზომებია 125X70 მეტრი. კომპლექსის ძირითადი არქიტექტურული ნაგებობები თავმოყრილია მოედნის გარშემო, რომლის ზომებია 25X25 მეტრი.

კომპლექსის სამხრეთ ნაწილში განთავსებულია მავზოლეუმი და კუთხის დამატებითი ნაგებობები. თავად ხოჯა აბდის მავზოლეუმი კუბის ფორმისაა და სრულდება რვაკუთხა გუმბათით. ინტერიერში კედლებზე მოზაიკაა შემონახული.

სახალხო ისლამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამარყანდის მცხოვრებლებს შორის გავრცელებულია მოსაზრება, რომ თუკი ყურბან-ხაითის დღესასწაულზე შვიდჯერ შემოუვლიან ხოჯა აბდის მავზოლეუმს, მაშინ ეს იქნება მექის მოლოცვის ტოლფასი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Самаркад. Музей под открытым небом. — Ташкент: Издательство литературы и искусства имени Гафура Гуляма, 1986. — С. 234, 246. — 248 с.
  • Памятники искусства Советского Союза. Средняя Азия. Справочник-путеводитль. / Автор текста и составитель альбома Г. А. Пугаченкова. — М.: Искусство, 1983. — С. 393—394. — 428 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]