აბდი-ბირუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აბდი-ბირუნი
უზბეკ. Abdiberun xonaqohi
Antiquities of Samarkand. Mosque of Khodzha Abdu-Berun. View of the Mosque from the Northwest WDL3746.png
აბდი-ბირუნი XIX საუკუნეში
კოორდინატები 39°36′38″N 66°58′31″E / 39.610694° ჩ. გ. 66.975139° ა. გ. / 39.610694; 66.975139
მდებარეობა სამარყანდი, უზბეკეთი
დაწყების თარიღი 1633
დასრულების თარიღი 1636

აბდი-ბირუნი (უზბეკ. Abdiberun xonaqohi) — XVII საუკუნის პირველი ნახევრის მემორიალური და საკულტო დანიშნულების კომპლექსი სამარყანდის სამხრეთ გარეუბანში, უზბეკეთი. აგებულია 1630-იან წლებში ბუხარის მმართველის იმამყული-ხანის ვეზირისა და ბიძის ნადირ დივან-ბეგის მიერ XII საუკუნის წმინდა ისლამურ ადგილზე. ითვლება ცენტრალური აზიის ერთ-ერთ უდიდეს შუა საუკუნეების მემორიალად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდი-ბირუნის ანსამბლის ჩამოყალიბება დაკავშირებულია საიდ აბდ-ი იბნ იაკუბის სახელთან, რომელიც იყო ოჯახური კლანის, აბდის წარმომადგენელი. ამ კუთხით ისინი ენათესავებოდნენ წინასწარმეტყველ მუჰამედს და იყვნენ მისი შთამომავლები ქალშვილის, რუქაია ბინტ მუჰამედის ხაზით. საიდ აბდ-ი იბნ იაკუბი მავერანაჰრში უფრო მეტად ცნობილი იყო ხოჯა აბდის სახელით. იგი იყო სამარყანდის ყადი და ცნობილი იყო თავისი სამართლიანობით. გარდაცვალების შემდეგ იგი დაკრძალეს ყიშლაღ აკმეჩეთის სასაფლაოზე სამარყანდის ციხე-კედლის გარეთ. ამასთან დაკავშირებით მისი დაკრძალვის ადგილის სახელწოდებას დაუმატეს სიტყვა „ბირუნი“, რაც ტაჯიკურად ნიშნავს „გარეთა მდებარეს“ (რადგან მდებარეობდა ქალაქის კედლის გარეთ), არსებობს ასევე აბდი-დარუნის მავზოლეუმი (დარუნი - შიგნითა), რომელშიც დაკრძალულია ოჯახის სხვა წარმომადგენელი აბდ-ალ მაზედინი. არსებობს ასევე ვერსია, რომ ორივე ანსამბლი აბდი-ბირუნიც და აბდი-დარუნიც ეძღვნება ერთი და იგივე ადამიანს, აბდ-ალ მაზედინს, რომელიც სამარყანდში ცნობილი იყო ხოჯა აბდის სახელით.

ხოჯა აბდის კულტი სამარყანდში გაჩნდა ჯერ კიდევ IX-X საუკუნეების მიჯნაზე. სავარაუდოდ, ჯერ კიდევ XII საუკუნეში აბდი-ბირუნის წმინდა ადგილი კეთილმოაწყო სულთანმა სანჯარმა, მაგრამ 1220 წელს მონღოლების მიერ ცენტრალური აზიის დაპყრობის პერიოდში სამარყანდი და მისი შემოგარენი მთლიანად ნანგრევებად იქცა. წმინდა ადგილის აღდგენა დაიწყო მხოლოდ XVII საუკუნეში. 1633 წელს ბუხარის ხანის გავლენიანმა ნათესავმა ნადირ დივან-ბეგმა აბდი-ბირუნის საფლავის გარშემო ააგო აგურის კედელი, მოგვიანებით კი მეჩეთი.

აბდი-ბირუნის ანსამბლი კარგად იყო შემონახული XX საუკუნის შუა წლებამვე. 1959-1960 წლებში იგი გამოიყენეს ფილმ „ხამზას“ დეკორაციად. საბჭოთა პერიოდში კომპლექსი არ შეიყვანეს სამარყანდის ღირსშესანიშნაობების სიაში და ფულადი სახსრები მის გადასარჩენად არც გამოუყიათ. ანსამბლის რესტავრაცია დაიწყო მხოლოდ 2000-იან წლებში. 2013 წლის მდგომარეობით ძირითადი სამშენებლო სამუშაოები მის ტერიტორიაზე დასრულებულია.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდი-ბირუნის ანსამბლი მდებარეობდა 4 000 კვადრატულ მეტრზე. სარესტავრაციო სამუშაოების დროს იქ აღმოაინეს კელიები. კომპლექსის ტერიტორიაზე შესვლა შეიძლება ჭიშკრის საშუალებით, რომელსაც აქვს პორტალის ფორმა.

დარბაზი გადახურული იყო სფეროსებური გუმბათით. გუმბათის ბარაბანი ეპიგრაფიკული ელემენტებით იყო გაფორმებული. 2000 წლებში კომპლექსს მიაშენეს მცირე მინარეთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Самаркад. Музей под открытым небом. — Ташкент: Издательство литературы и искусства имени Гафура Гуляма, 1986. — С. 234, 246. — 248 с.
  • Памятники искусства Советского Союза. Средняя Азия. Справочник-путеводитль. / Автор текста и составитель альбома Г.А. Пугаченкова. — М.: Искусство, 1983. — С. 395. — 428 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]