შინაარსზე გადასვლა

აბდი-ბეგ შირაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზეინ ალ–აბედინ ალი აბდიბეგ შირაზი სპარს. عبدی بیگ شیرازی; დ. 1513 — გ. 1580) — ირანელი პოეტი და ისტორიკოსი. ავტორი თხზულებისა „თაქმილათ ალ-ახბარ“ („ამბავთა შევსება“), რომელიც მიძღვნილია ახალგაზრდა შაჰ-თამაზ I-ის (1524–1576) და შირვანშაჰ ჰალილულაჰ II-ის (1524–1535) ცოლის ფერიხან-ხანუმისადმი. ზოგჯერ ნავიდის ფსევდონიმითაც წერდა.

წარმოშობით შირაზელი. მუშაობდა შაჰ-თამაზის კანცელარიაში და თან ახლდა მას ლაშქრობაში საქართველოში. მისი პოეტური მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია სამი „ხამსე“ (პოეტური ხუთეული) და ისტორიული ტრაქტატი „თაქმილათ ალ-ახბარ“. თხზულება მსოფლიო ისტორიის ტიპისაა, მისი პირველი ნაწილი მოიცავს სეფიანი შაჰების ისმაილ I-ის (1501–24) და თამაზ I-ის ზეობის ისტორიას 1560/61 წლამდე. თხზულებაში არის ცნობა 1521 წელს საქართველოში დივსულთნის ლაშქრობის, შაჰ-ისმაილ I-ის კარზე ლევან კახთა მეფის, დავით ქართლის მეფის და სამცხის მთავრის ყვარყვარეს ყოფნის შესახებ.

  • კაციტაძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.  გვ. 339.
  • Losensky, Paul E. (2008). "ʿAbdī Shīrāzī". In Fleet, Kate; Krämer, Gudrun; Matringe, Denis; Nawas, John; Rowson, Everett (eds.). Encyclopaedia of Islam (3rd ed.). Brill Online.