აბა (ნიგერია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბა.
ქალაქი
აბა
ინგლ. Aba
Aba Nigeria hotel.jpg
ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
შტატი აბია
კოორდინატები 5°07′ ჩ. გ. 7°22′ ა. გ. / 5.117° ჩ. გ. 7.367° ა. გ. / 5.117; 7.367
ფართობი 72 კმ²
სიმაღლე 205
მოსახლეობა 534 265 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 7420,35 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი +234 82
საფოსტო ინდექსი 450***
ოფიციალური საიტი ბმული
აბა (ნიგერია) (ნიგერია)
Red pog.svg

აბა (ინგლ. Aba) – ქალაქი სამხრეთ ნიგერიაში (აბიის შტატი), მდინარე აბაზე. 2006 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 534 265 ადამიანს,[1] ძირითადად ეთნიკური იგბო (2006). აბა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრია. ქალაქს ემსახურება რკინიგზის სადგური პორტ-ჰარკორტ-ენუგუს გზაზე.

თავდაპირველად იყო იგბოს ტომის ხალხის დასახლებული პუნქტი. 1901 წელს აქ აშენდა დიდი ბრიტანეთის სამხედრო პოსტი, რომელიც 1915 წელს დაუკავშირდა პორტ-ჰარკორტს. იყო ბრიტანეთის კოლონიალური ადმინისტრაციის ადმინისტრაციული ცენტრი. 1929 წელს იყო კოლონიალური ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკის წინააღმდეგ ქალთა ამბოხის ცენტრი. 1967—1970 წლებში იყო სეპარატისული ბიაფრის რესპუბლიკის დედაქალაქი[საჭიროებს წყაროს მითითებას].

ჩრდილოეთ ნიგერიიდან დევნილების დიდი ნაკადის შემოსვლის გამო გახდა ყველაზე უფრო დაჭუჭყიანებული ქალაქი ქვეყანაში. აბას ხშირად ეძახიან «სპილოების ქალაქს».

ქალაქის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოირჩევა პროდუქტებით ვაჭრობა, პალმის ზეთის დამუშავება, საპნის და ლუდსახარში ქარხნები, ზეთის, ფარმაცევტული, საბურავის, ტრიკოტაჟის და საფეიქრო საწარმოები. ქალაქში არსებობს ბევრი სავაჭრო ცენტრი, ცნობილ ბაზარ «არიარიას» ჩათვლით. სავაჭრო და ტექნიკური სასწავლო დაწესებულებები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Abia (state, Nigeria) - Population. Citypopulation.de. წაკითხვის თარიღი: 25 July 2016.