აბაძეხსკაია (ნამოსახლარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

აბაძეხსკაიააშელის ხანის ღია ტიპის ნამოსახლარი სტანიცებს აბაძეხსკაიასა და სევასტოპოლსკაიას შორის (რუსეთის ადიღეს რესპუბლიკა). ზღვის დონიდან 410-450 მ-ზე. მდინარე ბელაიას 60-70 მ სიმაღლის ტერასაზე. აღმოაჩინა ფ. აუტლევმა 1958 წელს. არქეოლოგიური მასალა შეგროვებულია მიწის ზედაპირზე და მდინარე ფიუნტისა და მისი შენაკადების რიყეზე. მოპოვებულია 2 ათასზე მეტი ნივთი: 15 ხელცული, 110 უხეში საჩეხი იარაღი, 7 წვეტანა, 60 სახოკი, ნუკლეუსები და ანატკეც-ლამელები. კაჟის ნაკეთობანი დაფარულია მძლავრი პატინით. მასალის მეტი ნაწილი ინახება ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Аутлев П. У., Абадзехская нижнеполеолитическая стоянка, Майкоп. 1963