აბაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „აბაშა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აბაშა (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
აბაშა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი აბაშის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°12′15″ ჩ. გ. 42°12′10″ ა. გ. / 42.20417° ჩ. გ. 42.20278° ა. გ. / 42.20417; 42.20278
ამჟამინდელი სტატუსი 1964
ცენტრის სიმაღლე 23 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 4 941 (5 ნოემბერი, 2014)[1] ,
4 450 (1 იანვარი, 2022)[2] ,
1 539 (1874)[2] ,
1 514 (1923)[2] ,
2 264 (17 იანვარი, 1939)[2] ,
4 444 (15 იანვარი, 1959)[2] ,
5 197 (15 იანვარი, 1970)[2] ,
6 801 (17 იანვარი, 1979)[2] ,
7 139 (12 იანვარი, 1989)[2] ,
6 430 (17 იანვარი, 2002)[2] ,
4 863 (2016)[2] ,
4 794 (2017)[2] ,
4 736 (2018)[2] ,
4 657 (2019)[2] ,
4 573 (2020)[2] ,
4 538 (2021)[2] ,
4 396 (2023)[3]
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი 412
საფოსტო ინდექსი 0200
ოფიციალური საიტი http://www.abasha.ge/#
აბაშა — საქართველო
აბაშა
აბაშა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
აბაშა

აბაშა[4][5] — ქალაქი საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეებს აბაშასა და ნოღელას შორის, ზღვის დონიდან 23 მ სიმაღლეზე. ქალაქ თბილისიდან მდებარეობს დაახლოებით 258 კმ-ში. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. ქალაქში არის რკინიგზის სადგური, სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. აბაშაში არის ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენცია.

სახელწოდება

სიტყვა ,,აბაშა“ არაბულიდან მომდინარეობს, ლეგენდის თანახმად არაბებს მდინარის გადალახვა სურდათ, მაგრამ ის ადიდებულა და ერთმანეთს უყვიროდნენ „აბა - შა“, ე. ი. უკან დავიხიოთო. „ქართლის ცხოვრებაში“ მემეტიანე ჯუანშერის ცნობის მიხედვით VIII საუკუნეში მურვან ყრუს ლაშქარში მყოფი 23 000 ეთიოპიური წარმოშობის აბისინელი ქვეითი ერთმა ადიდებულმა მდინარემ დაახრჩო, ხოლო მეორე მდინარემ კი წაიღო 35 000 ცხენი. ამის გამო ერთ მდინარეს აბაშა, მეორეს კი ცხენისწყალი ეწოდა.

ისტორია

სოფლები აბაშა, კვათანა და საკაჭარავო XIX საუკუნის დასაწყისში შედიოდა საჭილაოს სამოურავოში. ტერიტორიის ჩამოყალიბება ურბანულ ცენტრად დაკავშირებულია 1870 წელს თბილისი-ფოთის რკინიგზის გაყვანასთან, როდესაც გაიხსნა რკინიგზის სადგური აბაშა. რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიას ეწოდა ახალი აბაშა და მან მოიცვა ყოფილი სოფლები აბაშა, კვათანა და საკაჭარავო. 1923 წლიდან მიენიჭა დაბის სტატუსი. 1930 წლიდან გახდა რაიონის ცენტრი. 1963 წლიდან აბაშას მიენიჭა ქალაქის სტატუსი.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 4941 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1874[6] 1539
1989 წ. აღწ.
2002 წ. აღწ.[7] 6430 -- --
2014 წ. აღწ.[8] 4941 2260 2681

ცნობილი ადამიანები

აბაშაში დაიბადნენ:

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. http://census.ge/ge/results/census1
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 http://pop-stat.mashke.org/georgia-cities.htm
  3. https://www.geostat.ge/en/modules/categories/41/population
  4. , თბ..
  5. , თბ.. — გვ. სსრ.
  6. Кавказский календарь на 1885 год გვ. 214
  7. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  8. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.