აბას ჰაჯიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
აბას ჰაჯიევი
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1933
მარნეული, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 21 იანვარი, 2011 (78 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა ლიტერატურის თეორია, აზერბაიჯანის ლიტერატურის ისტორია, XX საუკუნის ლიტერატურული პროცესი, ლიტერატურული კრიტიკა

აბას მამედ-ოღლუ ჰაჯიევი (აზერ. Abbas Məhəmməd oğlu Hacıyev; დ. 1 იანვარი, 1933, მარნეული, საქართველოს სსრ — გ. 21 იანვარი, 2011, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1973), აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი (1980).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1933 წლის 1 იანვარს საქართველოს სსრ ქალაქ მარნეულში (ყოფილი სარვანი). სწავლობდა ბორჩალოს პედაგოგიურ ტექნიკუმში და აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე (1952–1957). სწავლის პერიოდში სახელობით სტიპენდიას ღებულობდა და ფაკულტეტი წარჩინებული დიპლომით დაამთავრა. შემოქმედებითი მოღვაწეობა 1957 წლიდან მარნეულში დაიწყო, მუშაობდა მასწავლებლად, მოკლე დროის შემდეგ საქართველოს კპ მარნეულის რაიკომის პარტიის ინსტრუქტორად იქნა გადაყვანილი.

1959–1961 წლებში მარნელის რაიონის კომკავშირის კომიტეტის პირველ მდივნად მუშაობდა. 1961–1964 წლებში ნიზამის სახელობის აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტიტუტის ასპირანტურაში, ლიტერატურული კავშირების განყოფილებაში

გააგრძელა სწავლება, რომელსაც ცნობილი მეცნიერი, მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე შიხალი ყურბანოვი ხელმძღვანელობდა. ასპირანტურაში თვალსაჩინო მეცნიერის, მწერლისა და პედაგოგის, პროფესორ მირ ჯალალა პაშაევის ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ტიფლისური ლიტერატურის გარემო“. 1965 წელს მას ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. 1964–1974 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში მასწავლებლის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის, პროფესორის თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანის ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგედ (1974–1979). 1979 წელს საკუთარი სურვილის შესაბამისად აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში იქნა გადაყვანილი. მუშაობდა პროფესორის, ხოლო შემდეგ კათედრის გამგის თანამდებობაზე. მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის ლიტერატურის ისტორიის კათედრას, კითხულობდა ლექციებს აზერბაიჯანის ლიტერატურის ისტორიის, ლიტერატურის თეორიის, ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლების, ლიტერატურული კრიტიკისა და კიდევ სხვა დისციპლინებში (საგნებში), დიდი როლი ითამაშა ლიტერატურათმცოდნეების ახალი თაობის ფორმირებაში. 1961 წელს საქართველოს სსრ მარნეულის რაიონის დეპუტატად იქნა არჩეული. დაჯილოდებულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით (1961), ხოლო 2006 წელს — აზერბაიჯანის რესპუბლიკის მედლით „თარაგი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]