აბას ყული-ხანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აბას ყული-ხანიგანჯის ხანი და კახეთის მმართველი XVII საუკუნის ბოლოს. ქართული წყაროების ცნობით, ქართლის მეფის გიორგი XI-ის მემანდარი აბას ყული-ხანი ირანის შაჰმა სულთან ჰუსეინმა ჯერ განჯის, შემდეგ კი — კახეთის ხანად დანიშნა. ცდილობა გიორგი XI-სა და ერეკლე I-ს (ნაზარ ალი-ხანი) შორის დაპირისპირება საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის გამოეყენებინა. ერეკლესთან შეთანხმებით, აბას ყული-ხანმა კახთა და განჯელთა ჯარებით ერწო-თიანეთი დაიპყრო. 1691 წელს შაჰის დავალებით აბას ყული-ხანი ცდილობდა გიორგი XI-ის ქართლში დაბრუნებისათვის ხელი შეეშალა, თუმცა დამარცხდა და თბილისს უკუიქცა. ერეკლემ ის შაჰთან დააბეზღა და გიორგის ფარულ მხარდაჭერაში დასდო ბრალი. შაჰის ბრძანებით ერეკლემ აბას ყული-ხანი შეიპყრო და ისპაჰანს გაგზავნა. მისი შემდგომი ბედი უცნობია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვაჭანტირაძე, ე., „აბას ყული-ხანი“, კავკასია ქართულ წყაროებში = Caucasus in Georgian Sources: ეკა კვაჭანტირაძე, ქეთევან ნადირაძე, გიორგი ოთხმეზური, თამარ ქორიძე; ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ.უნ-ტი; რედ.: ვახტანგ გოილაძე, ქეთევან ნადირაძე; 2012; გვ. 15–16. ISBN: 9941039461