აბას მარვაზი
იერსახე
აბას მარვაზი | |
---|---|
გარდაცვალების თარიღი | 810-იანები |
საქმიანობა | პოეტი |
მოქალაქეობა | ხორასანი |
აბას მარვაზი (სპარს. ابوالعباس مروزی; გ. დაახლოებით 815) — სპარსულ-ტაჯიკური ლიტერატურის წარმომადგენელი, პოეტი. მისი შემოქმედებიდან ორიოდე ფრაგმენტია შემორჩენილი ლიტერატურულ წყაროებში. ავფის ანთოლოგიაში (1228) დამოწმებულია რვასტრიქონიანი კასიდა, რომელიც აბას მარვაზს თითქოს ხალიფა ალ-რაშიდის შვილის მამუნია მარვში შესვლასთან (809) დაკავშირებით შეუთხზავს. მეცნიერთა ნაწილი უნდობლად ეკიდება ავფის ცნობას. მიუხედავად ამისა, ეს კასიდა დღემდე ახალი სპარსული პოეზიის უძველეს ნიმუშად ითვლება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 16.