აბას მაჰმუდ ალ-აკადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აბას ალ–აკადი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბას მაჰმუდ ალ-აკადი
დაბ. თარიღი 28 ივნისი 1889(1889-06-28)[1]
დაბ. ადგილი ასუანი[1]
გარდ. თარიღი 13 მარტი 1964(1964-03-13) (74 წელი) ან 12 მარტი 1964(1964-03-12)[1] (74 წელი)
გარდ. ადგილი კაირო
საქმიანობა მწერალი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი, პოეტი და ლიტერატურული კრიტიკოსი
მოქალაქეობა Flag of Egypt.svg ეგვიპტე

აბას მაჰმუდ ალ-აკადი (დ. 28 ივნისი, 1889, ასუანი — გ. 12 მარტი, 1964, კაირო) — არაბი მწერალი, პუბლიცისტი, ლიტერატურათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე. კაიროს არაბული ენის აკადემიისა და დამასკის არაბული მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ერთ ერთი დამაარსებელია ლიტერატურული სკოლისა, რომელიც ინგლისური რომანტიზმის გავლენას განიცდიდა. ემხრობოდა აზრს, რომ არაბულ საფუძველზე ევროპულ კულტურულ ელემენტთა გადამუშავების შედეგად შექმნილიყო ერთიანი არაბულ-მუსლიმური კულტურა. აბას მაჰმუდ ალ-აკადის ლექსთა პირველი კრებული დაიბეჭდა 1916 წელს. მან დაწერა 100–ზე მეტი წიგნი რელიგიის, ფილოსოფიის და პოეზიის შესახებ. გამოაქვეყნა აარაბული და მსოფლიო ლიტერატურის საკითხებისადმი მიძღვნილი მრავალი პუბლიცისტური და კრიტიკული ნაშრომი, აგრეთვე ლექსები, მოთხრობები, წიგნები ისტორიულ-რელიგიურ და ისტორიულ-ფილოსოფიურ თემაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]