აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 18)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. XIX-XX საუკუნის მიჯნაზე აგებული საცხოვრებელი სახლი მდინარე ოცხის მარჯვენა ნაპირზე დგას. რუსთაველის ქუჩას იგი ხიდის მეშვეობით უკავშირდება. შენობა ორ, შედარებით ახლად აგებულ საცხოვრბელ სახლს შორისაა მოქცეული და აბასთუმნის ძველი განაშენიანების ნაწილია. პირველი სართულის კედლები ქვითაა ნაგები, ხოლო გარედან შელესილი მეორე სართული აგურისაა. გეგმით სწორკუთხა მოყვანილობის, მდინარის გასწვრივ მდგარი წაგრძელებული შენობა ორივე სართულზე ხის ჭვირულმოაჯირიანი აივნებით იყო გახსნილი. ამჟამად პირველი სართულის აივნების დიდი ნაწილი ამოშენებულია, ხოლო მეორე სართულის — ნაწილობრივ შემინული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6464