აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 12)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XX საუკუნეში. მდებარეობს მდინარე ოცხეს მარცხენა ნაპირზე.

სახლი ქუჩის ხაზიდან ოდნავ შეწეულია და ქუჩის მხარეს ვიწრო ფასადით გამოდის. შენობა დაბა აბასთუმნის ურბანული ქსოვილის შემადგენელი ნაწილია. იგი ხასიათდება სადა გაფორმებით და კარგი სამშენებლო ოსტატობით. გადმოცემით ნაგებობა ბათუმის მკვიდრი კოლოპოტოვების აგარაკი იყო. ორსართულიან, სწორკუთხა გეგმის ნაგებობას სამი მხრიდან ორივე სართულზე უვლის ერთიანი ხის აივნები, რომლებიც ამჟამად ნაწილობრივ ამოშენებული და შემინულია. ქუჩის მხარეს გამომავალი აივნის მოაჯირი პირამიდისებური მოყვანილობის დეკორაციული ჩანართებითაა გაფორმებული. დანარჩენ ორ ფასადზე არსებული აივნების რიკულები სადა ძელაკებისგანაა შემდგარი. სწორკუთხა მოხაზულობის სარკმლებით გახსნილი, უხეშად დამუშავებული ქვით ამოყვანილი შენობის გვერდითი მხარე კუთხეებში კარგად თლილი ქვითაა მოსაზღვრული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6262