აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ზ. ფალიაშვილის 6)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში.

გეგმით სწორკუთხა მოხაზულობის, ქვით ნაგებ შენობას სამი მხრიდან შუშაბანდები უვლის. მდინარისკენ მიმართული ვიწრო ფასადი მორთულია ჭვირული ორნამენტით გაფორმებული ხის აჟურული დეტალებით. თავისი დეკორაციულობით მკვეთრად გამოიყოფა დამოუკიდებელი ორქანობა სახურავიანი პორტალი, რომლის ფრონტონი მის ქვევით არსებულ ნახევარწრედ დასრულებულ მონაკვეთთან ერთად, მაქმანისებური გეომეტრიული სახის ნატიფი ორნამენტითაა გაფორმებული. პორტალის გვერდით არსებული სიბრტყე დამახინჯებულია გვიანდელი, ბეტონის ნალესობოთ. პორტალისავე არეშია განთავსებული ოთხსაფეხურიანი ქვის კიბე. მეორე შესასვლელი გვერდითი ფასადის შუშაბანდიდანაა. მის წინ ფიგურულ კონსოლებზე დაყრდნობილი ხის აჟურულდეტალებიანი წინფრაა გამართული. სახლის ერთადერთ, სარკმლებით გახსნილ ფასადზე ჩანს ქვის წყობის ხასიათი. აქ ძირითადად უხეშად დამუშავებული კვადრების რიგებია, მხოლოდ კუთხეები, სარკმელთა ზევით ვერტიკალურად დალაგებული და ცოკოლის ქვებია კარგად გათლილი და ერთმანეთზე საგულდაგულოდ მორგებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6297