აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ზ. ფალიაშვილის 52)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნის ბოლოს. მდებარეობს ფალიაშვილის ქუჩის ბოლოს, დაბა აბასთუმნის ზედა ნაწილში, მდინარე ოცხეს მარცხენა ნაპირზე არსებულ ერთსართულიანი კოტეჯებით განაშენიანებულ მიკრო უბანში.

სწორკუთხა, წაგრძელებული გეგმარების მქონე, ერთსართულიანი, ქვით ნაგები, შენობის შეულესავ კედლის სიბრტყეს სამი, სიმეტრიულად განთავსებული, ფართო, ღიობი ანაწევრებს, შუა ღიობი თაღოვანია, გარდა ამ სამი ღიობისა მარჯვენა განაპირა კიდეში გაჭრილია ერთი მომცრო ზომის სარკმელი, ღიობები სხვადასხვა ზომის, თლილი ქვის დეკორატიული წყობითაა მოჩარჩოებული, მარჯვენა განაპირა მონაკვეთში ფასადზე მიდგმულია ხის უსახო მიშენება, რომელიც სამიდან ერთ ღიობს ფარავს. ზურგის ფასადი ტიპიურია ყრუ, ყოველგვარ დეკორს მოკლებული. შენობის უკან დგას მომცრო ზომის, ასევე სამეურნეო დანიშნულების ქვით ნაგები შენობა, რომელსაც მობინადრეები სამზარეულოდ იყენებენ. ეს და ამ შენობასთან დაკავშირებული კიდევ ორი შენობა სანატორიუმ „ზეკარის“ სამრეცხაოებად გამოიყენებეოდა, უფრო ადრე კი რომანოვების სასახლეების სამეურნეო ნაგებობებად. ამაზე მიგვითითებს კიდეც სამივე შენობის გეგმარება, ფართო ღიობები და პირველი სართულის თითქმის დაუნაწევრებელი სადგომები. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ამ შენობაზე, ზუსტად იმ დროს, როცა აქ განთავსდა სანატორიუმის სამრეცხაო, არის დაშენებული საშრობი, რომლის სვეტთა აგურის წყობა მკვეთრად დისონირებს ობიექტის პირვანდელ სახესთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6476