აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ზ. ფალიაშვილის 50)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს ფალიაშვილის ქუჩის ბოლოს, კურორტ აბასთუმნის ზედა ნაწილში, მდინარე ოცხეს მარცხენა ნაპირზე არსებულ ერთსართულიანი კოტეჯებით განაშენიანებულ მიკრო უბანში. ნაგებია აბასთუმნისთვის სახასიათო ფლეთილი ქვით. ნაგებობა სწორკუთხა, წაგრძელებული გეგმარების მქონეა, ერთსართულიანი, ორქანობა გადახურვით დაბურული. ვიწრო ფასადის ცენტრში ერთადერთი ფართო, თლილი ქვით მოჩარჩოებული კარის ღიობია გაჭრილი. შენობის ამ ნაწილს მაღალი, ქვის ფრონტონი აბოლოებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6479