აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ზ. ფალიაშვილის 25)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში.

ერთსართულიანი, მწვანედ შეფერილი, საცხოვრებელი ფუნქციის მატარებელი სახლი ქვის დაბალ ცოკოლზეა შესმული და ხის მორებით ნაშენი. სწორკუთხა, წაგრძელებული გეგმარების მქონე შენობა სწორ, ლითონის ღობით შემოზღუდულ ეზოში დგას. მთავარი, ფალიაშვილის ქუჩაზე გამომავალი ფასადი ამოშენებულ-შელესილია, თავდაპირველ სახეზე აქ მხოლოდ ორქანობა გადახურვა და ხის ჭვირულ დეკორიანი ფრონტონი გვიქმნის შთაბეჭდილებას. შედარებით უკეთ არის გადარჩენილი გვერდითა, ეზოში გამომავალი ფასადის მარჯვენა, მაღალი ჭვირულ დეკორიანი ფრონტონით აქცენტრირებული მონაკვეთი, სადაც კედლის სიბრტყეს სამი, "ხის მაქმანით" გაფორმებული თაროთი მონიშნული სარკმელი ანაწევრებს. შენობის სარკმლის ისევე როგორც ფრონტონების დეკორიც რუსულ ტრადიციებთან ავლენს სიახლოვეს, რაც ფალიაშვილის ქუჩის ამ მონაკვეთში არსებულ შენობათა დეკორისთვის არის სახასიათო. ამ ფასადის მარცხენა მონაკვეთი მთავარი ფასადის მსგავსად ამოშენებულ-შელესილია და დაკარგული აქვს ავთენტურობა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6293