აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ზ. ფალიაშვილის 15)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. მობინადრეთა გადმოცემით სახლი 1886 წელს აუგიათ.

ეზოს სიღრმეში, მთის ძირში განლაგებული გრძივი შენობა ეზოს მხრიდან სამსართულიანია, უკანა მთასთან მომიჯნავე მხარე კი ორსართულიანია. ეზოს სიღრმეში გაწოლილი შენობა მკაფიოდ იკითხება ქუჩიდან და დომინირებს კიდეც ფალიაშვილის ქუჩის განაშენიანებაში. სახლის ძირითადი კედლები აბასთუმნისთვის სახასიათო ქვითაა ნაგები. ფასადის ორ, მეორე და მესამე სართულს თითქმის მთელ სიგრძეზე გასდევს აწ უკვე შემინული, ნაწილობრივ კი შეფიცრული გალერეა. მიუხედავად ამისა შემორჩენილია გალერეის ჭვირული დეკორი. ფასადის ცნტრი აქცენტირებულია რიზალიტით, რომელიც დასრულებულია ხის, მაღალი დეკორირებული ფრონტონით. სახლს მარჯვენა ნაწილში მიდგმული აქვს ახალი ხის კიბე. სახლის უკანა, ზურგის მხარეს მეტად აქვს დაკარგული ავთენტურობა, რასაც ძირითადი საშენი მასალის ახალი სამშენებლი მასალით ჩანაცვლებით არის განპირობებული. ქვით ნაშენ კედლებში გაჭრილი, ოდესღაც ღია გალერეაზე გახსნილი ღიობები სქელი არაპროფილირებული, მარტივი საპირეებით არის მოჩარჩოეული. სახლის სქელი მკვიდრად ნაშენი კედლები მის სიმყარეს განპირობებს, თუმცა საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია სახლის მარცხენა ნაწილი, რომელის მოსახლეთა გადმოცემით მიტოვებულია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6285