აბანოს კარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბანოს კარი — ისტორიული ძველი თბილისის ერთ-ერთი კარი. გაჭრილი იყო ქალაქის გალავნის აღმოსავლეთ კედელში. მდებარეობდა აღმოსავლეთიდან თბილისისკენ მომავალი განჯის გზის ერთ-ერთი განშტოების დასასრულს და მიმართული იყო აბანოების უბნისაკენ (დაახლ. ახლანდელი გრიშაშვილის ქუჩის ღერძზე). აქედან მგზავრი დღევანდელი სამღებროს ქუჩის გასწვრივად მიმავალი გზით ციხის (თათრის, ახლანდ. გორგასლის მოედანი) მოედანზე ხვდებოდა. ასრულებდა საბაჟო პუნქტის ფუნქციასაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]