აბაკი (არქიტექტურა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაკი (მრავალმნიშვნელოვნება).
აბაკი

აბაკი (ლათ. abacus — „დაფა“) — არქიტექტურაში, სვეტის ან პილასტრის კაპიტელის ზედა ფილა. კლასიკური არქიტექტურული ორდერების აბაკი ჩვეულებრივ კვადრატული ფორმისაა და აქვს სწორი (დორიული, იონიური ორდერი) ან მრუდხაზოვანი ნაპირები (კორინთული ორდერი). ქართულ ხუროთმოძღვრებაში აბაკი ხშირად მოჩუქურთმებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]