აბაკანის ქედი
იერსახე
აბაკანის ქედი (რუს. Абаканский хребет) — ქედი დასავლეთ ციმბირის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ტომის სათავესა და ტელეცკოეს ტბას შორის, სიგრძე დაახლოებით 300 კმ, საშუალო სიმაღლე 1400-1700 მ. (უმაღლესი წერტილი 1984 მ.). აგებულია უმეტესად მეტამორფული ქანებით, რომლებსაც გრანიტების, გაბროსა და დიორიტების ინტრუზიები კვეთს. ქედის ფერდობები 1700 მეტრამდე დაფარულია წიწვიანი ტყით. ზემოთ მთის ტუნდრაა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 12.