აბაზაშთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აბაზაშთა (აბაზ. «Абазашта» — სინათლე) — ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის აბაზურენოვანი საზოგადო-პოლიტიკური გაზეთი. გამოდის 1991 წლიდან კვირაში ორჯერ. ტირაჟი — 3850 ეგზემპლარი.

1991 წლამდე გამოდიოდა შემდეგი სახელწოდებით: 1938-1953 წლებში — სახელწოდებით „ჩერკეს კაპშჩ“ (აბაზ. «Черкес къапщ» — წითელი ჩერქეზეთი), 1953-1958 წლებში — „სოციალისტიჩესკაია ჩერკესია“ (აბაზ. «Социалистическая Черкесия» — სოციალისტური ჩერქეზეთი), 1958-1991 წლებში — „კომუნიზმ ალაშარა“ (აბაზ. «Коммунизм алашара» — კომუნიზმის სინათლე).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]