აბაზანა (ტექნიკური)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაზანა (მრავალმნიშვნელოვანი).

აბაზანა — სხვადასხვა დანიშნულების აპარატი ან ჭურჭელი, რომელშიც თავსდება ხსნარები, ნადნობები; განასხვავებენ სახურებელსა და გალვანურ აბაზანას. პირველს იყენებენ თხევად გარემოში დეტალების თერმული დამუშავებისათვის, მეორეს — ელექტროლიზური პროცესების ჩასატარებლად. აბაზანას უწოდებენ აგრეთვე ზოგიერთი ღუმლის გალღობილ შიგთავსს (ლითონი, წიდა, მინა და ა. შ.), ქსოვილის შესაღებ ხსნარებს და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]