აასივისუიტი - ნიპისატი
აასივისუიტი - ნიპისატი: ინუიტების სანადირო ტერიტორია ყინულსა და ზღვას შორის* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | v |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2018 (42-ე სესია) |
ნომერი | 1557 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1557 ინგლ. • რუს. • ფრ. |
აასივისუიტი - ნიპისატი — კულტურული ლანდშაფტი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც მდებარეობს დასავლეთ გრენლანდიის ცენტრალურ ნაწილში.[1] მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს 2018 წელს. ეს ტერიტორია ინახავს 4000 წელზე მეტი დასახლების არქეოლოგიურ ნაშთებს და შეიცავს სეზონური ნადირობისა და შეგროვების კარგად შენარჩუნებულ მტკიცებულებებს.[2] ამ ტერიტორიაზე დაცულია საქაქის, დორსეტისა და თულეს კულტურების ნაშთები და უფრო გვიანდელი ინუიტური და კოლონიური ეპოქის ადგილები.[3]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აასივისუიტ-ნიპისატის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობს არქტიკული წრის ჩრდილოეთით, ქექატის მუნიციპალიტეტში, დასავლეთ გრენლანდიაში.[3] ის გადაჭიმულია 235 კმ-ზე და მიემართება აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით კუნძულ ნიპისატიდან დევისის სრუტემდე გრენლანდიის ყინულოვან საფარამდე.[2]
არქეოლოგიური ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე არის 7 არქეოლოგიური ნანგრევი და ერთი თანამედროვე დასახლება, რომლებიც წარმოადგენენ რეგიონის ქრონოლოგიური ისტორიის სხვადასხვა ასპექტს და აჩვენებენ გრენლანდიაში დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული მიწათსარგებლობის ტრადიციების მრავალფეროვნებას.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეს ტერიტორია ათვისებული იყო პერიოდულად, დაწყებული დაახლოებით ძვ. წ. 2000 წლიდან, საქაქის კულტურის სანაპიროზე გამოჩენით. კუნძლ ნიპისატზე რადიოკარბონული დათარიღება მიუთითებს, რომ საქაქის ხალხი ამ რეგიონში დარჩა სულ მცირე ძვ. წ. 700 წლამდე, რაც უფრო ხანგრძლივია, ვიდრე გრენლანდიის ნებისმიერ სხვა ადგილას. მალევე, დორსეტის კულტურა აყვავდა ამ რეგიონში, უფრო შიდა ტერიტორიებზე. აასივისუიტის სიღრმეში ქალცედონისა და ძვლების მცირე ფრაგმენტები მიანიშნებს, რომ დორსეტის ხალხი შესაძლოა მოგზაურობდა ყინულოვან საფარამდე.[3] დაახლოებით 1100 წელს თულეს ხალხი ჩრდილოეთ კანადიდან გრენლანდიაში გადასახლდა და ამ ტერიტორიაზე თულეს არტეფაქტების ყველაზე ადრეული ნიმუშები დაახლოებით 1250 წლით თარიღდება. თულეს ხალხს ჰქონდა ზღვის ცხოველებზე ნადირობის უფრო დახვეწილი სისტემა და სეზონურად მიგრირებდნენ. ზამთარში ისინი ცხოვრობდნენ მუდმივ ქვის სახლებში სანაპიროსთან ახლოს, ინაპ ნუუასა და არაიუტსისუტში, ნადირობდნენ ზღვის ძუძუმწოვრებსა და თევზებზე, ხოლო ზაფხულში გადადიოდნენ შიდა ტერიტორიებზე, რათა ენადირათ ირმებზე დროებით ზაფხულის ბანაკებში (როგორიცაა აასივისუიტი).[1][2]
1700-იანი წლების დასაწყისში დანიელებმა სცადეს კოლონიის დაარსება კ. ნიპისატზე, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა, მომდევნო საუკუნის განმავლობაში, ამ ტერიტორიაზე დაარსდა კოლონიური ქალაქები (როგორიცაა საგარლიიტი და სარფანგუიტი) თევზჭერისა და ირმის ტყავით ვაჭრობის გასაძლიერებლად. ამ სოფლების უმეტესობა მიატოვეს შიმშილისა და სხვადასხვა ეპიდემიების გამო.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Aasivissuit – Nipisat: Inuit Hunting Ground between Ice and Sea. United Nations Educational, Scientific, and Cultural Organization. ციტირების თარიღი: 7 Aug 2021
- ↑ 2.0 2.1 2.2 No. 1557: Aasivissuit – Nipisat: Inuit Hunting Ground between Ice and Sea (Denmark). International Council on Monuments and Sites (14 March 2018). ციტირების თარიღი: 7 Aug 2021
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Claus Andreasen; Paninnguaq Fleischer-Lyberth; Laust Løgstrup; Hans Holt Poulsen; Ólafur Rafnar Ólafson; Anne-Christine Løventoft-Jessen; Susan Barr. Nomination of Aasivissuit – Nipisat: Inuit Hunting Ground between Ice and Sea for inclusion on the World Heritage List (January 2017). ციტირების თარიღი: 7 Aug 2021