აარონ სტეინტორპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აარონ სტეინტორპი
Metalmania 2007 My Dying Bride Aaron Stainthorpe 003.jpg
აარონ სტეინტორპი 2007 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი აარონ სტეინტორპი
დაბ. თარიღი 12 ნოემბერი, 1968 (1968-11-12) (51 წლის)
დაბ. ადგილი ინგლისი
ჟანრ(ებ)ი დუმ მეტალი
საქმიანობა ვოკალისტი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1990–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Peaceville Records
ასოციაციები
საიტი azzron.com

აარონ სტეინტორპი (ინგლ. Aaron Stainthorpe; დ. 12 ნოემბერი, 1968) — ინგლისელი მუსიკოსი, ბრიტანული ჯგუფ My Dying Bride-ის წამყვანი ვოკალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აარონ სტეინტორპი დაიბადა ინგლისში 1968 წელს, მაგრამ მხოლოდ 6 თვის იყო, როდესაც საცხოვრებლად გერმანიაში წაიყვანეს, რადგან მისი მამა ბრიტანეთის არმიის ოფიცერი იყო და გერმანიაში გაიწვიეს. აარონი ვოკალის ცოდნას იქ დაეუფლა, მოზრდილ ასაკში კი სამშობლოში დაბრუნდა და პირველად სწორედ მაშინ გაუჩნდა ჯგუფის შექმნის იდეა. იორკშირში დაბრუნებულმა გაიცნო მეგობრები, რომელთაც უკვე ჰქონდათ ჯგუფის პროექტი და ვოკალისტი სჭირდებოდათ, აარონმა სახელი მოიფიქრა და ასე შეიქმნა ჯგუფი My Dying Bride.

მუსიკალური სტილი და ტექსტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აარონი არის ტენორი, ის ბავშვობიდანვე გატაცებული იყო XIX საუკუნის ბრიტანული კულტურით, განსაკუთრებით კი იმ პერიოდის რომანტიზმით. მისი საყვარელი პოეტი გახლდათ პერსი ბიში შელი. სწორედ აარონის იდეა იყო რომანტიზმი ბრუტალურ მუსიკაში შეეტანა, რამაც ჯგუფი განსაკუთრებული გახადა. აარონი ასევე დიდი თაყვანისმცემელია უილიამ შექსპირის, რაც ჯგუფის ცნობილ სიმღერაში ასახა, სახელწოდებით For My Fallen Angel.[1]

სტეინტორპის თქმით ის არცერთ რელიგიურ მიმდინარეობას არ ეკუთვნის, მაგრამ ხშირად იყენებს ფრაზებს ბიბლიიდან. მუსიკოსის თქმით მას მოსწონს ბიბლია, როგორც ინსპირაციის წყარო, რადგან იქ ბევრი საინტერესო ამბავია მოთხრობილი და ვხვდებით ბევრ საინტერესო პერსონაჟს.[2]

სოლო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს აარონ სტეინტორპმა ჩაწერა დუეტი სარა ჯეზებელ დევასთან სიმღერაზე Original Sin. ის ასევე თანამშრომლობდა დეზ მეტალი ჯგუფებთან Disincarnate და Dominion.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]