Ты кто такой? Давай, до свидания!

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Ты кто такой? Давай, до свидания! (რუს. შენ ვინ ხარ? აბა, კარგად!) — მეიხანა, ქცეული ინტერნეტ-მიმად.

ასრულებენ აზერბაიჯანელი[1] მეიხანისტები და თალიშელი[2][3][4] მომღერლები, ძმები ინტიგამ და ეხტირამ რუსტამოვები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდეო სიმღერის შესრულებით გადაღებულია 2011 წლის 5 ნოემბერს, სოფელ ტანგერუდში (აზერბაიჯანი). პოპულარობა მოიპოვა YouTube-ზე[5] გავრცელებით. რგოლში მეიხანის შემსრულებელთა ორი ჯგუფი ერთმანეთის სხარტი ლექსების წარმოთქმაში ეჯიბრება და რუსულ ენაზე იმეორებს ფრაზას „Ты кто такой? Давай, до свидания!“. პოპულარული ფრაზის ავტორობას მიაწერენ ინტიგამ რუსტამოვს[2] სტროფები სრულდება რუსულ, აზერბაიჯანულ და თალიშურ ენებზე. რუსტამოვების თქმით, ეს ხუმრობა შეიქმნა მაშინ, როდესაც ქორწილის დროს ითხოვეს მოსკოველი ნათესავებისათვის რუსულ ენაზე რაიმე სიმღერის შესრულება.[6]

თავად ფრაზა „Ты кто такой? Давай, до свидания!“ მომდინარეობს თალიშელ ჟურნალისტ [2][7] გილალ მამედოვის ვიდეორგოლიდან[8]. მამედოვი მოგვიანებით დაპატიმრებული იქნა - როგორც უფლებათა დამცველი ლეილა იუნუსი თვლიდა, მთავრობას არ მოსწონდა მისი კომენტარი ევროვიზიაზე მილიონების უაზროდ ხარჯვაზე, მაშინ, როდესაც ასეთი მეიხანა უმოკლეს ვადაში პოპულარული გახდა.[9][10]. თუმცა, სინამდვილეში, როგორც ოფიციალურად გამოაცხადეს, მამედოვი ჰეროინის შენახვის გამო იქნა დაპატიმრებული.[11].

ინტიგამ რუსტამოვის თქმით, მამედოვი არ არის ამ მეიხანის პირდაპირი ავტორი, მან მხოლოდ ვიდეო ატვირთა.[11].

პოპულარობა პოლიტიკურ სფეროში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის სტრიქონები გამოიყენებოდა რუსული ოპოზიციის მიერ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ რაშიდ ნურგალიევისადმი, ალექსანდრე ბასტრიკინისადმი და სხვა სახელმწიფო მოღვაწეთა მისამართით მიმართვისას.[12]. Twitter-ის ქსელში პოპულარული გახდა ე.წ. „ჰეშტეგი“, „#путинтыктотакойдавайдосвидания“.[13][14].

2012 წლის აგვისტოში ქსელში გაჩნდა რგოლი, რომელშიც სიმღერის საკუთარ ვერსიას ასრულებენ სუფრასთან შეკრებილი ოპოზიციურად განწყობილი ქართველები. სიმღერის ამ ვარიანტს ისინი მიხეილ სააკაშვილს უძღვნიან.[15].

გავლენა რუსულ ესტრადაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის პაროდია რეპერმა ტიმატიმ, კრიტიკული ტონით ფილიპ კირკოროვის მისამართით შეასრულა.[16].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. «Азербайджанские исполнители куплетов …» РИАНОВОСТИ
  2. 2.0 2.1 2.2 По следам мейханы, Lenta.ru
  3. В Баку задержали звезду YouTube. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-06. ციტირების თარიღი: 2013-02-28.
  4. Поздравление Президента РОО Талышская диаспора Исмаила Шабанова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-12. ციტირების თარიღი: 2013-02-28.
  5. Ты кто такой, давай до свидания! (Ti kto takoy, davay dosvidaniya!)
  6. МТРК «Мир». Давай, до свидания: блогеров покорила азербайджанская мейхана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-10. ციტირების თარიღი: 2013-02-28.
  7. Давай, за решетку!, газета «Взгляд»
  8. Мировым хитом Twitter стала фраза «Путин, ты кто такой? Давай, до свидания» დაარქივებული 2012-06-23 საიტზე Wayback Machine. / LeaderGroup.Com.Ua
  9. Арестован главред «Толыши Садо». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2013-02-28.
  10. Leyla Yunus: the arrest of Hilal Mamedov is a pressure on national minorities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-29. ციტირების თარიღი: 2013-02-28.
  11. 11.0 11.1 Vesti.Az. «Редактор „Толыши садо“ всего лишь разместил мою мейхану на You tube». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-24. ციტირების თარიღი: 2013-02-28.
  12. Давай, за решетку!
  13. Фраза «Путин, ты кто такой? Давай, до свидания» вышла в мировые тренды Твиттера
  14. «Путин, ты кто такой? Давай, до свидания»: фраза стала мировым хитом Twitter
  15. ქართული ვერსია
  16. Timati, ДАВАЙ ДОСВИДАНИЯ