Он вам не Димон (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფილმის პოსტერი

Он вам не Димо́н (ქართ. ის თქვენი დიმონი არ არის) — კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დოკუმენტური ფილმი-გამოძიება, რომელიც გამოვიდა პორტალ YouTube-ზე 2017 წლის 2 მარტს და 1 წელიწადში 26 მილიონ ნახვაზე მეტი მოაგროვა.[1]

ფილმში მოთხრობილია რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის, დიმიტრი მედვედევის შესაძლო ქონებაზე. ფილმში აგრეთვე ნათქვამია, რომ მედვედევი სათავეში უდგას მრავალდონიან კორუფციულ სქემას. ფილმის ავტორთა თქმით, საქველმოქმედო ფონდებით და ორგანიზაციებით, რომლებიც მედვედევის მინდობილ პირებზეა გაფორმებული (თანაკურსელები და ოჯახის წევრები), პრემიერ-მინისტრი ფლობს ოლიგარქებსისა და გაზპრომბანკის კრედიტებით მიღებული ფულით შეძენილ ძვირფას უძრავ ქონებას. ფილმში მთხრობელს როლი ჰქონდა პოლიტიკოს (2018 წლის პრეზიდენტობის კანდიდატს) და კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამაარსებელ ალექსეი ნავალნის.

ფილმის გამოსვლის შემდეგ, კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა მიმართა რუსეთის ფედერაციის საგამოძიები კომიტეტს, მოთხოვნით დაეწყოთ გამოძიება დიმიტრი მედვედევისა და ალიშერ უსმანოვის წინააღმდეგ მექრთამეობის ბრალდებით.[2] რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას პასუხი უნდა გაეცა. მედვედევის შემოწმების თხოვნით საგამოძიებო კომიტეტს მიმართა კომპარტიის წევრმა, დეპუტატმა ვალერი რაშკინმაც.

ნავალნიმ რუსეთის მთავრობა საჭირო რეაქციის არგამოვლენაში დაადანაშაულა და ანტიკორუფციული მიტინგებს ორგანიზაცია დაიწყო.[3] 2017 წლის 26 მარტს, რუსეთის ათეულობით ქალაქში ათასობით ადამიანი გამოვიდა ანტიკორუფციულ პროტესტზე. იმავე წლის 12 ივნისს მიტინგები განმეორდა, ამჯერად უფრო დიდი მასშტაბით.

თავად მედვედევმა გამოძიებას უწოდა „კომპოტის პრინციპით“ შეგროვებული „ლექი და სისულელე“ და განაცხადა, რომ არ სურს „კომენტარი გააკეთოს პოლიტიკური ვიგინდარების აბსოლოტურად მცდარი პროდუქტი“.[4] მილიარდერმა ალიშერ უსმანოვმა ნავალნისა და ფონდს სასამართლოში, ცილისწამების ბრალდებით უჩივლა. 2017 წლის 31 მაისს მოსკოვის ლიუბლინსკის რაიონულმა სასამართლომ დააკისრა ვალდებულება ნავალნის, გამოეშვა უსმანოვთან დაკავშირებული ნათქვამის უარყოფა და უსმანოვთან დაკავშირებული პუბლიკაციები წაეშალა. ნავალნიმ გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვა და აპელაცია შეიტანა.

რუსული ექსპერტული საზოგადოებისგან ფილმმა არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო.

ფილმის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის სახელწოდებად აირჩიეს მედვედევის პრეს-მდივანის, ნატალია ტიმაკოვას ფრაზა, რომელმაც 2013 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში, წაიწუწუნა სოციალურ ქსელებში არსებულ „თავხედობაზე“, რომელიც მის უფროსს აწუხებდა: „არ მესმის ადამიანების, რომლებიც, დავუშვათ, Facebook-ზე წერენ: „ნუ, დიმონ, ყოჩაღ“. ის თქვენი დიმონი არ არის. ის მთავრობის თავმჯდომარეა.[5]

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი დაყოფილია ათ თავად; თითოეულის საშუალოდ ხუთი წუთი გრძელდება. ეპიზოდთა უმრავლესობაში საუბარია საქველმოქმედო ფონდის, „Дар“-ის და მასთან დაკავშირებული კომპანიების აქტივებზე. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არის ილია ელისეევი — მედვედევის ძველი მეგობარი და თანაკურსელი, რომელსაც ფილმში მედვედევის მთავარ მინდობილ სახედ უწოდებენ. ფილმში ნაჩვენებია, რომ მედვედევი იცნობს ფონდის ხელმძღვანელობას და იყენებს ფონდის საკუთრებას დასასვენებლად და ისიც, რომ ფონდები ხშირად იღებენ საჩუქრებს რუსი ოლიგარქებისგან. გამოითქმება ვარაუდი, რომ ფონდ „Дар“-ის და მასთან დაკავშირებული კომპანიების აქტივები არის დიმიტრი მედვედევის საკუთრება, რომელსაც ის მინდობილი პირების მეშვეობით მართავს.

მასასლა, რომელიც ფილმში არ შევიდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტის საიტზე, ფილმში შესული მასალის გარდა, ტექსტურ ფორმატჩია მოცემული რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც ფილმში არ შევიდა.

  • რუსეთის პრეზიდენტის საქმეების სამართველოს მიერ რუბლიოვო-უსტინსკოს გზატკეცილისგან სამი კილომეტრით დაშორებულ სოფელში 18 მილიონ რუბლად მიწის მიყიდვა ფონდ „Дар“-ის შვილობილი კომპანიისთვის მიყიდვა. ორი წლის შემდეგ, ნაკვეთის ღირებულება, თავისი ნაგებობებით, 600 მილიონ რუბლად შეფასდა. საიტზე არ არის დაზუსტებული, არსებობდა თუ არა ნაგებობები გაყიდვის მომენტში.
  • ზემოთხსენებული სამართველოს მიერ დაბა ოლგინკაში სახლ „ტუაპსეს“ გაყიდვა 2011 წელს, 219 მილიონ რუბლად.
  • 2008 წელს ჩატარებული აუქციონი, რომლის გამარჯვებულიც იღებდა ნახევარკუნძულ დიურსოზე მდებარე 119,8 ჰექტარი მიწის 49-წლიან იჯარას. გამარჯვება ფონდმა „Дар“-მა მოიპოვა.
  • მონათხრობი, რომ მედვედევი დაინტერესდა რუსული მაღალტექნოლოგიური სტარტაპით და მისი ინტერესის შემდეგ, სტარტაპში ინვესტიციები ჩადო ფონდ „Дар“-თან დაკავშირებულმა კომპანიამ.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუნდტრეკად გამოიყენეს ჯგუფი „კომბინაციას“ კომპოზიცია „American Boy“, რომლის ფონზეც მედვედევი 2010 წელს, კურსდამთავრებულდა შეხვედრაზე ცეკვავდა.[6] ნავალნის თქმით, კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა მისი გამოყენების უფლება ჯგუფისგან იყიდა.[7]

მედვედევის რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის გამოსვლის დღეს, პრეს-მდივანმა ნატალია ტიმაკოვამ ფილმს „წინასაარჩევნო გამოხტომა“ უწოდა. მისი თქმით, „მასალა ატარებს ღიად გამოხატულ მტრულ ხასიათს, რაზეც ის ვიდეოს ბოლოში თვითონაც ამბობს“. ტიმაკოვას თქმით, „უაზრობაა ოპოზიციური და გასამართლებული პერსონაჟის პროპაგანდისტული გამოხტომების კომენტირება“.[8][9] 10 მარტს, ნავალნიმ განაცხადა, რომ მედვედევმა იგი Instagram-ში დაბლოკა.[10]

მედვედევმა პირველი კომენტარი[11] ფილმის გამოსვლიდან მხოლოდ 1 თვეში, 4 აპრილს გააკეთა.[11] ეს მოხდა ტამბოვის ოლქში, „რუსაგროს“ მუშებთან შეხვედრისას.[12][13] მედვედევის თქმით, ფილმი შეუკვეთა „ხალხმა, რომელსაც აქვს სავსებით კონკრეტული პოლიტიკური მიზნები“. მან დაამატა, რომ ფილმი „დიდი ფულით“ გადაიღეს, რომელიც შეაგროვა არა ხალხმა, არამედ „კერძო სპონსორებმა“. მედვედევის თქმით, კორუფციასთან ბრძოლის ფონდი „კომპოტის პრინციპით“ იყო გაკეთებული.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Юрист Усманова объяснил причину провала Навального в суде. Lenta.ru (6 июня 2017). წაკითხვის თარიღი: 2017-06-06.
  2. Фонд борьбы с коррупцией пожаловался в СК на Медведева и Усманова“, Meduza. წაკითხვის თარიღი: 2017-03-04. 
  3. Раз молчат, надо выходить на митинг. navalny.com (14 марта 2017). წაკითხვის თარიღი: 2017-03-25.
  4. Дмитрий Медведев посетил мясоперерабатывающее предприятие ООО «Тамбовский бекон»“, Правительство России, 2017-04-04. (ru) „Кому это выгодно? Тем, кто заказывает подобного рода сюжеты и материалы, это, как правило, люди, у которых есть вполне конкретные политические цели. Чего добиваются такого рода люди этими материалами? Они пытаются сказать, что власть ведёт себя плохо, а они лучше всех остальных. Иными словами, все эти сюжеты, которые снимают за большие деньги (причём деньги эти собирают, конечно, не у народа, есть спонсоры частные, которые за этим стоят), направлены на достижение вполне конкретного политического результата. Причём делается всё по принципу компота. Берут разную муть, чушь всякую собирают, если это касается меня, то про моих знакомых и людей, про которых я вообще никогда не слышал, про места, где я бывал, и про места, о которых я тоже никогда не слышал. Собирают бумажки, фотографии, одежду. Потом создают продукт и предъявляют его. Разобраться в этом человеку, который это смотрит, довольно сложно. А если за это хорошо заплачено, то продукт получается достаточно добротный“ 
  5. Пресс-секретарь Медведева заступилась за шефа перед "хамами" в интернете: "Он вам не Димон". Newsru.com (28 марта 2013). წაკითხვის თარიღი: 2017-03-07.
  6. Встреча выпускников Дмитрия Медведева. Life.ru. წაკითხვის თარიღი: 2011-04-21.
  7. Он вам не Димон. Алексей Навальный. წაკითხვის თარიღი: 2017-03-10.
  8. Тимакова назвала публикацию Навального о Медведеве предвыборным выпадом. ТАСС (2.3.2017). წაკითხვის თარიღი: 2017-03-02.
  9. Буланов К., Химшиашвили П.. “Кремль отреагировал на расследование ФБК о недвижимости Медведева“, РБК, 2017-03-03. წაკითხვის თარიღი: 2017-04-02. 
  10. Медведев заблокировал Навального в Instagram. РБК (10.3.2017). წაკითხვის თარიღი: 2017-03-10.
  11. 11.0 11.1 Медведев впервые отреагировал на расследование ФБК. Русская служба Би-би-си (4.4.2017). წაკითხვის თარიღი: 2017-04-09.
  12. Медведев считает нападки на кабмин бесчестным методом борьбы. ТАСС (4.4.2017). წაკითხვის თარიღი: 2017-04-04.
  13. Премьер Дмитрий Медведев впервые прокомментировал обвинения Фонда борьбы с коррупцией в его адрес. Эхо Москвы (4.4.2017). წაკითხვის თარიღი: 2017-04-04.