მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

პრავდა (რუს. Правда; - „სიმართლე“) — საბჭოთა კავშირის წამყვანი გაზეთი და კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ორგანო 1912-1991 წლებში. გაზეთის გამოცემა დაიწყო 1912 წელს ვენაში, ავსტრია, და მოსკოვში მხოლოდ 1918 წელს გამოჩნდა. გაზეთი დაიხურა 1991 წელს პრეზიდენტ ელცინის განკარგულებით, თუმცა იგივე დასახელების გაზეთი დღემდე გამოდის რუსეთში, ხოლო Pravda.ru საიტი, დაარსებული გაზეთ პრავდას ყოფილი თანამშრომლების მიერ, ამჟამად ტაბლოიდის სტილის რუსული საინფორმაციო წყაროა. ყოფილი პრავდა დასავლეთში ყველაზე განთქმული მისი ცივი ომისდროინდელი განცხადებებით გახდა.

დღის სურათი

ჰიმალაის მწვერვალები ჩოლატზე და ამადაბლამი
ჰიმალაის მწვერვალები ჩოლატზე და ამადაბლამი
ჰიმალაის მწვერვალები ჩოლატზე და ამადაბლამი

სიახლეები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


22 აპრილი — ამ დღეს...

პედრო ალვარეს კაბრალი
პედრო ალვარეს კაბრალი

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
უილიამ პიტი
უილიამ პიტი