შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სოჭის კონფლიქტი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ბოლშევიკურ რუსეთს და თეთრ რუსეთს შორის 1918—1919 წლებში. ომის მონაწილე მხარეების მიზანი იყო შავიზღვისპირა ტერიტორიების, კერძოდ, აფხაზეთის დაკავება და მასზე კონტროლის მოპოვება. ომამდე, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, აფხაზეთის ტერიტორია განაწილებული იყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულს: ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგსა და შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოკრუგს შორის. საზღვარს წარმოადგენდა მიდნარე ბზიფი. ომს წინ უძღოდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის მცდელობა. ომი მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. 1918 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე საქართველო აფხაზეთზე კონტროლისთვის ებრძოდა ბოლშევიკებს, ხოლო 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის მაისის ჩათვლით ანტონ დენიკინის „თეთრ გვარდიას“. საქართველომ სამხედრო წარმატებას მიაღწია ბოლშევიკების წინააღმდეგ და გაერთიანებული სამეფოს ჩარევით დაუზავდა თეთრ მოძრაობას. ომის შედეგად საქართველომ შეძლო საკუთარ შემადგენლობაში შეენარჩუნებინა სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი ნაწილობრივ (გაგრის უბანი). საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ, რაც დღემდე წარმოადგენს დე-იურე საზღვარს ამ ორ სახელმწიფოს შორის.

დღის სტატია

ანტარქტიდის რუკა, სამხრეთ პოლუსთან ერთად
ანტარქტიდის რუკა, სამხრეთ პოლუსთან ერთად

სამხრეთი პოლუსი/სამხრეთი გეოგრაფიული პოლუსი — წერტილი, სადაც დედამიწის ბრუნვის წარმოსახვითი ღერძი კვეთს მის ზედაპირს სამხრეთ ნახევარსფეროში. დედამიწის ზედაპირის ნებისმიერი სხვა წერტილი სამხრეთი პოლუსის მიმართ ყოველთვის ჩრდილოეთით მდებარეობს. განლაგებულია პოლარული პლატოს ფარგლებში, 2800 მ სიმაღლემდე. ყინულების სისქე სამხრეთი პოლუსის რაიონში 2840 მეტრია. პოლუსის სიახლოვეს მდებარეობს სამხრეთი მაგნიტური ველი.

1819 წლის 31 მარტს კრუზენშტერმა საზღვაო მინისტრს დე ტრავერს გაუგზავნა წერილი პოლარული წყლების გამოკვლევის შესახებ, სადაც კრუზენშტერნი აღნიშნავდა, რომ საჭიროა ორი ექსპედიციის მომზადება, ერთი — ჩრდილოეთის, ხოლო მეორე — სამხრეთის მიმართულებით. თითოეულ ექსპედიციაში დაგეგმილი იყო ორ-ორ გემის ჩართვა. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სამხრეთი პოლუსისკენ მგზავრობას, რომელიც განხორციელდა 1819-1821 წლებში ბელინსჰაუზენისა და ლაზარევის მიერ, რის ხარჯზეც გამოვლინდა კონტინენტი ანტარქტიდა, თუმცა სამხრეთი კონტინენტის საზღვრებისა და გეოლოგიის შესახებ წარმოდგენები ბუნდოვანი იყო XIX საუკუნის ბოლომდე.

დღის სურათი

ქალაქ ორტის პანორამა
ქალაქ ორტის პანორამა
ქალაქ ორტის პანორამა

სიახლეები

გუკეშ დომარაჯუ

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


14 დეკემბერი — ამ დღეს...

როალდ ამუნდსენი
როალდ ამუნდსენი
  • 1900 : მაქს პლანკმა გამოაქვეყნა ნაშრომი კვანტურ მექანიკაში.
  • 1911 : სამხრეთ პოლუსზე პირველი ექსპედიაცია ჩავიდა რუალ ამუნდსენის (სურათზე) მეთაურობით.
  • 1946 : გაეროს გენერალური ასამბლეა ხმათა უმრავლესობით შტაბ-ბინას ნიუ-იორკში აფუძნებს.
  • 1958 : საბჭოთა მე-3 ანტარქტიკული ექსპედიცია პირველად აღწევს ფარდობითად მიუღწევლობის პოლუსს.
  • 1962 : მონა ლიზა სადაზღვევო კომპანიებმა $100 მილიონად შეაფასეს, რაც რეკორდული შეფასება გახდა ფერწერული ტილოს ისტორიაში.
  • 1995 : დეიტონის შეთანხმებას მოეწერა ხელი პარიზში, რომელმაც ბოლო მოუღო იუგოსლავიის ომებს.
  • 2004 : გაიხსნა მიიოს ვიადუკი (სამხ. საფრანგეთი), ყველაზე მაღალი ხიდი მსოფლიოში.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი