მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Main Page)

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

ვენერა-1
ვენერა-1
ვენერა-1 (რუს. Венера-1, ასევე ცნობილი როგორც „ტიაჟოლი სპუტნიკ-02“ ან „სპუტნიკ-8“) — ავტომატური საპლანეტთაშორისო სადგური, გამიზნული პლანეტა ვენერის გამოკვლევისთვის, როგორც სსრკ-ის კოსმოსური პროგრამა ვენერის ნაწილი. 1961 წლის 19 მაისს სადგური გახდა პირველი კოსმოსური აპარატი, რომელმაც ვენერას ჩაუფრინა 100 000 კილომეტრის დაშორებით. თუმცა, 19 თებერვალს უკვე დაკარგული იყო მასთან რადიო-კავშირი, რის გამოც მონაცემების გამოგზავნა ვერ შეძლო. საბჭოთა ინჟინრების აზრით, გათვლების ხელახლა გადახედვის შემდეგ, აპარატის წარუმატებლობა მზის მიმართულების სენსორის თერმული რეჟიმის არასწორი გათვლის შედეგი იყო, რასაც შეუქცევადად უნდა გამოეწვია მისი გადახურება. თუმცა, მათი ბრიტანელი კოლეგები თვლიან, რომ ივნისში ჯორჯელის ობსერვატორიის რადიო-ტელესკოპის მიერ დაფიქსირებული სუსტი სიგნალები სწორედ „ვენერა-1-ს“ უნდა ეკუთვნოდეს.

სიახლეები

გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


19 მაისი — ამ დღეს...

საბატიო ლეგიონის ორდენი
საბატიო ლეგიონის ორდენი
  • 1536 : ანა ბოლეინს, ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის მეორე ცოლს, ლონდონის ტაუერში თავი მოკვეთეს ქმრის ღალატის გამო.
  • 1649 : ხანგრძლივი პარლამენტის აქტით ინგლისის თანამეგობრობა შეიქმნა.
  • 1712 : პეტრე პირველმა რუსეთის დედაქალაქი მოსკოვიდან პეტერბურგში გადაიტანა.
  • 1802 : საპატიო ლეგიონის ორდენი (სურათზე) დააარსა ნაპოლეონ ბონაპარტმა, საფრანგეთის რესპუბლიკის პირველმა კონსულმა.
  • 1919 : ქემალ ათათურქი ოსმალეთის მთავრობას განუდგა.
  • 1961 : ავტომატურმა კოსმოსურმა აპარატმა ვენერა-1 პლანეტა ვენერას ჩაუფრინა პირველად.
  • 2012 : ფინალში მიუნხენის „ბაიერნის“ დამარცხებით, ლონდონის „ჩელსი“ პირველად გახდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი