თენგიზ მენთეშაშვილი
თენგიზ მენთეშაშვილი (დ. 26 მარტი, 1928, თბილისი — გ. 25 აპრილი, 2016) — ქართველი პოლიტიკოსი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1982). საქართველოს სსრ-ის V და IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სსრკ-ის IX-XII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
1950 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში უფროს ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1952 წლიდან საქართველოს ალკკ რუსთავის საქალაქო კომიტეტის მდივანი. საქართველოს ალკკ ცკ-ის მეორე მდივანი. 1961 წლიდან იყო საქართველოს კპ ცკ აპარატში პასუხსაგებ სამუშაოზე, პარტიის რუსთავის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი. 1976-1982 წლებში საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი. სსრკ IX-XII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში.
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
- „საპატიო ნიშნის“ ორდენი
- 1988 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1998 — ღირსების ორდენი (საქართველოსა და მის დედაქალაქის — თბილისის აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებით ღირსეული წვლილისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დაბადებული 26 მარტი
- დაბადებული 1928
- გარდაცვლილი 25 აპრილი
- გარდაცვლილი 2016
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (1982)
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საქართველოს სსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები (1950)
- თბილისში დაბადებულები
- მენთეშაშვილები