ჰნატ ხოტკევიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰნატ ხოტკევიჩი

ჰნატ ხოტკევიჩი (უკრ.: Гнат Мартинович Хоткевич, დ. 31 დეკემბერი, 1877, ხარკივი — გ. 8 ოქტომბერი, 1938, იქვე) — უკრაინელი მწერალი, ეთნოგრაფი, დრამატურგი, კომპოზიტორი, მუსიკოლოგი და ბანდურისტი.

დედამისი დიასახლისი იყო. მცირე ცნობა მოიპოვება მამამისის შესახებ, რომელმაც ოჯახი 1880-იან წლებში მიატოვა. ბავშვობაში ჰნატმა პიანინოსა და ვიოლინოზე დაკვრა ისწავლა, მოგვიანებით კი ბანდურაზეც, რეგიონის ბრმა მუსიკოსებზე დაკვირვებით. უმაღლესი განათლება ინჟინრის დიპლომით დაამთავრა. მიუხედავად ამისა, სახელი გაითქვა როგორც ლიტერატორმა, დრამატურგმა, ეთნოგრაფმა და თანამედროვე ბანდურის ხელოვნების დამფუძნებელმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]