ჰელენ ჰანტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰელენ ჰანტი
დაბადების სახელი ჰელენ ელიზაბეთ ჰანტი
დაბადების თარიღი 15 ივნისი, 1963 (1963-06-15) (60 წლის)
კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1973–დღემდე
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი

1997 — უკეთესი არ არსებობს
BAFTA

საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლსა ან კომედიაში

1997 — უკეთესი არ არსებობს

ჰელენ ჰანტი (ინგლ. Helen Hunt; დ. 15 ივნისი, 1963) — ამერიკელი მსახიობი ქალი, სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი; ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს „ოსკარის“ მფლობელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქალაქ კალვერ სიტიში (კალიფორნია). კინოში გადაღება ბავშვობიდან დაიწყო, თუმცა წარმატება მთავარმა როლმა მოუტანა სერიალში "უგონოდ შენგან", რომლისთვისაც ოქროს გლობუსი და ემის ოთხი პრემია მიიღო. ყოველი ახალი სერიისთვის ამ ტელეფილმში მისი ჰონორარი მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა ტელემსახიობისთვის ისტორიაში.

ტელესერიალში წარმატების გამო ის კინოსინჯებზეც მოიწვიეს. მისი როლი რომანტიკულ კომედიაში „უკეთესი არ არსებობს" (1997) დაჯილდოვდა ოსკარით საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. თუმცა მისმა მომდევნო ნამუშევრებმა არც თუ ისე კარგ შეფასებას დაიმსახურა კინოკრიტიკოსთაგან. 2012 წელს ფილმში „სესიები“ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო რამდენიმე ნომინაცია სხვადასხვა ჯილდოზე.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1997 უკეთესი არ არსებობს As Good as It Gets კეროლ კონელი
2000 გარიყული Cast Away კელი ფრირზი
2012 სესიები The Sessions შერილ კოენ-გრინი

პირადი და ოჯახური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს ცოლად გაჰყვა მსახიობს ჰენკ აზარიას, თუმცა მომდევნო წელს გაშორდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]