ჰასან გულედ აპტიდონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰასან გულედ აპტიდონი
ჰასან გულედ აპტიდონი
ჯიბუტის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ივნისი, 1977 – 8 მაისი, 1999
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეისმაილ ომარ გელე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 მაისი, 1977 – ივლისი, 1977
პრეზიდენტივალერი ჟისკარ-დ’ესტენი
წინამორბედიაბდალა მუჰამედ ქამილი
მემკვიდრეაჰმედ დინი აჰმედი

დაბადებული15 ოქტომბერი, 1916
სომალი
გარდაცვლილი21 ნოემბერი, 2006
ჯიბუტი, ჯიბუტი

ჰასან გულედ აპტიდონი (ფრანგ. Hassan Gouled Aptidon; დ. 15 ოქტომბერი, 1916, სომალი — გ. 21 ნოემბერი, 2006, ჯიბუტი, ჯიბუტი) — ჯიბუტის პოლიტიკური მოღვაწე. ჯიბუტის პირველი პრეზიდენტი 1977-1999 წწ.

დაიბადა თანამედროვე სომალის ტერიტორიაზე, იბრძოდა ჯიბუტის საფრანგეთისაგან დამოუკიდებლობისათვის და მისი სომალისთან შეერთების წინააღმდეგ.

1981 წელს ქვეყანაში დაამყარა ერთპარტიული მმართველობა. 1991 წელს ოპოზიციამ ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი. 1992 წელს აპტიდონი დათანხმდა რეფერენდუმის ჩატარებას მრავალპარტიულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა ქვეყნის სათავეში არ უნდა ყოფილიყო ოთხ პოლიტიკურ ძალაზე მეტი. მიუხედავად ამისა, მისმა პარტიამ მიიღო პარლამენტის ყველა მანდატი და თავად აპტიდონი კიდევ ერთხელ აირჩიეს სახელმწიფოს მეთაურად. 1990-იანი წლების ბოლოს ჯიბუტის ეკონომიკამ დაიწყო მკვეთრი დაცემა, რამაც აპტიდონი აიძულა თავის შემცვლელად დაესახელებინა საკუთარი ძმისშვილი ისმაილ ომარ გელე. თუმცა აპტიდონი კვლავ დარჩა გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა და ძმისშვილის მრჩეველი გარდაცვალებამდე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]