ჰამზათ-ბეგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰამზათ-ბეგი (დ. 1789 — გ. 1 ოქტომბერი [ძვ. სტ. 19 სექტემბერი], 1834, ხუნძარი, ავარია) — დაღესტნის მეორე იმამი, მიურიდიზმის აქტიური მიმდევარი. 1834 წლის აგვისტოში ილაშქრა ავართა ხანების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერდნენ რუსეთის მთავრობას და მიურიდიზმის იდეებს არ ემორჩილებდნენ. დაიკავა ავართა დედაქალაქი − აული ხუნძახი, ჩამოახრჩო ხანის ცოლი და შვილები. წელიწადნახევრის განმავლობაში ებრძოდა რუს მთავრობას (იმამატი). ავართა ხანების მომხრეებმა, მ. შ. ჰაჯი-მურატმა, მოაწყვეს შეთქმულება ჰამზათ-ბეგის წინააღმდეგ. მისი სიკვდილია შემდეგ დაღესტნის იმამი (რიგითი მესამე) გახდა შამილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]