ჯონ ზორნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ ზორნი

ჯონ ზორნი 2014 წლის ნიუპორტის ჯაზ-ფესტივალზე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 სექტემბერი, 1953 (1953-09-02) (70 წლის)
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
წარმოშობა აშშ
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • კომპოზიტორი
  • პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი
აქტიური 1973-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Tzadik, Avant, DIW, Elektra Nonesuch, Earache, Hathut, Shimmy-Disc, Eva, Toy's Factory, Nato, Lumina, Black Saint, Subharmonic, Parachute, Yukon, Rift
საიტი tzadik.com
ჯონ ზორნი ვიკისაწყობში

ჯონ ზორნი (ინგლ. John Zorn; დ. 2 სექტემბერი, 1953, ნიუ-იორკი) — ამერიკელი კომპოზიტორი, საქსოფონისტი, მულტი-ინსტრუმენტალისტი და მუსიკალური პროდიუსერი, ხმის ჩამწერი სტუდია Tzadik-ის დამფუძნებელი. არის თანამედროვე მუსიკალური ავანგარდის ერთ-ერთი ლიდერი.[1] შექმნილი აქვს რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის — Naked City და Masada.

დაიბადა ნიუ-იროკში, ჰენრი და ვერა ზორნების ოჯახში. გაიზარდა კუინზში. მუსიკას ადრეულ ასაკში ეუფლებოდა.[2] 1972-1973 წლებში სწავლობდა ვებსტერის კოლეჯში.

კარიერა დაიწყო 1970-იანი წლების პირველ ნახევარში. მასზე დიდი გავლენა მოახდინა ენტონი ბრექსტონის შემოქმედებამ. პოპულარობა მოუტანა 1984 წელს გამოცემულმა ალბომმა The Big Gundown, სადაც შევიდა იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კომპოზიციების ქავერ-ვერსიები.[3] კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწია ალბომებით Spillane (1987) და Naked City (1990).[4][5][6] 1990-იან წლებში დაფუძნდა ნიუ-იორკში, სადაც ჩამოაყალიბა საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია Tzadik.[7][8][9]

2006 წელს გახდა მაკართურის სტიპენდიის ლაურეატი.[10] 2011 წელს მიიღო გენტის უნივერსიტეტის თავისუფალი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი,[11] ხოლო 2014 წელს მიენიჭა ალბანის უნივერსიტეტისა და ახალი ინგლისის კონსერვატორიის საპატიო დოქტორის წოდება.[12][13][14]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. John ZORN: «Авангард — это способ жить. И этот способ постоянно изменяется»
  2. Helland, D Downbeat.com John Zorn Biography
  3. Rockwell, J., Zorn Variations on Themes by Morricone, NY Times, November 2, 1986.
  4. Watrous, P., "Spillane", a Blend of American Styles, NY Times, May 25, 1988.
  5. Rockwell, J., As Important As Anyone In His Generation, NY Times, February 21, 1988.
  6. Pareles, J., There Are 8 Million Stories in John Zorn's Naked City, NY Times, April 8, 1990.
  7. Watrous, P., John Zorn Takes Over the Town, NY Times, 24 თებერვალი, 1989.
  8. Fordham, J. (1993), The Essential Guide to Jazz on CD, Greenwich Editions: London.
  9. Liner notes to Nani Nani (1995), Tzadik: New York.
  10. Lee, FR This Years MacArthur Awards Cover Many Fields NY Times, September 19, 2006
  11. University of Ghent Hogeschool website წაკითხვის თარიღი 31 აგვისტო, 2011 დაარქივებული 8 October 2011[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  12. The Music of John Zorn: A 35-Year Retrospective, New England Conservatory, წაკითხვის თარიღი 1 აგვისტო, 2016
  13. NEC Honorary Doctor of Music, New England Conservatory, წაკითხვის თარიღი 1 აგვისტო, 2016
  14. Purchase College 2014 Commencement Celebrates Creativity and Achievement, SUNY, წაკითხვის თარიღი 1 აგვისტო, 2016