ჯონ ეტკინსონ ჰობსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ ეტკინსონ ჰობსონი

ჯონ ეტკინსონ ჰობსონი (ინგლ. John Atkinson Hobson; დ. 6 ივლისი, 1858, დერბი — გ. 1 აპრილი, 1940, ლონდონი) — ინგლისელი ეკონომისტი და რეფორმისტი.

1887-1897 წლებში ოქსფორდისა და ლონდონის უნივერსიტეტებში კითხულობდა პოლიტეკონომიის კურსს. ჰობსონის ძირითადი შრომებია „თანამედროვე კაპიტალიზმის განვითარება“ (1894) და „იმპერიალიზმი“ (1902). ვ. ი. ლენინმა შრომაში „იმპერიალიზმი, როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი სტადია“ ჰობსონის იმპერიალიზმიდან გამოიყენა ფაქტობრივი მასალა და ზოგიერთი დასკვნა. ამასთან ერთად უარყო მისი მთლიანი კონცეფცია იმპერიალიზმის შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]