ჯოზეფ მერიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოზეფ მერიკი
დაბადების სახელი ჯოზეფ კერი მერიკი
დაბადების თარიღი 5 აგვისტო, 1862
ლესტერი, დიდი ბრიტანეთი
გარდაცვალების თარიღი 11 აპრილი, 1890
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

ჯოზეფ კერი მერიკი (ინგლ. Joseph Merrick; დ. 5 აგვისტო, 1862 — გ. 11 აპრილი, 1890), ზოგჯერ არასწორად მოიხსენიებენ როგორც ჯონ მერიკს, — ინგლისელი მამაკაცი, რომელიც განიცდიდა სხეულის ძლიერ სიმახინჯეს, ამასთანავე „ადამიანი-სპილოს“ სახელით გამოჰყავდათ მახინჯების შოუში. ლონდონის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც დასახლდა ლონდონის სამეფო საავადმყოფოში. დაიბადა ქალაქ ლესტერში. სხეულის არასწორი განვითარება დაეწყო დაბადებიდან პირველ წლებში. კანი სქელი და ხორკლიანი ჰქონდა, კარგად განვითარებული ტუჩები და ძვლოვანი დიდი გამონაზარდი შუბლზე. მარჯვენა ხელი და ორივე ფეხი მეტად გაფართოებული ჰქონდა; ბავშვობაში, დაცემის შედეგად, თეძო დაიზიანა, რაც კოჭლობის მიზეზი გახდა. 11 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა, ხოლო მამამისი სხვა ქალზე დაქორწინდა. მერიკმა სკოლა 13 წლის ასაკში მიატოვა, რთული იყო სამსახურის პოვნაც. მამამისმა და დედინაცვალმა ბავშვს ზურგი შეაქციეს და მერიკმა სახლი მიატოვა. 1879 წლის ბოლოს 17 წლის ასაკში შევიდა ლესტერის სამუშაო სახლის კავშირში (საქველმოქმედო დაწესებულება).

1884 წელს სამუშაო სახლში გატარებული 4 წლის შემდეგ, იგი დაუკავშირდა შოუმენს, სახელად სემ ტორს, რომელმაც გარკვეული ადამიანებისგან შემდგარი ორგანიზაცია შექმნა და ამასთანავე უზრუნველყო მისი ჩვენებებზე გამოყვანა; მათვე შეარქვეს მერიკს — „ადამიანი-სპილო“. აღმოსავლეთ მიდლენდში გატარებული მოგზაურობის შემდეგ იგი ქალაქ ლონდონში გაემგაზვრა, სადაც იაფფასიან თეატრში მოუწია გამოსვლა. აღნიშნული დაწესებულება ლონდონის სამეფო საავადმყოფოს სიახლოვეს მდებარეობდა, რომელიც ერთხანს ქირურგმა ფრედერიკ ტრივზმა მოინახულა, რომელმაც მას დაკვირვებების ჩასატარებლად და ფოტოსურათების გადასაღებად საავადმყოფოში მისვლა შესთავაზა. ერთი პერიოდი მერიკს გადანაცვლება მოუწია ბელგიაში, სადაც იგი მისმა მენეჯერმა გაძარცვა და მას ქალაქ ბრიუსელში მოუწია დარჩენა. მოგვიანებით ტრივზმა იგი ხელმეორედ მოათავსა თავისთან საავადმყოფოში.

განუკურნებელი მდგომარეობის მიუხედავად, მერიკს მისცეს საავადმყოფოში მუდმივად დარჩენის უფლება. ექიმი ტრივზი ყოველდღიურად ნახულობდა მას და მათ შორის კარგი მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მერიკი აგრეთვე თავისთან იღებდა მდიდარ ქალბატონებსა და ლონდონის საზოგადოების ჯენლტმენებს.

ჯოზეფ მერიკი გარდაიცვალა 1890 წლის 11 აპრილს, 27 წლის ასაკში. გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა, თუმცა ტრივზი ირწმუნებოდა, რომ იგი დისლოცირებული კისრის გამო გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]