ჯეიმზ ლოველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეიმზ ლოველი

ჯეიმზ ლოველი (ინგლ. James Arthur «Jim» Lovell, Jr.; დ. 25 მარტი, 1928, კლივლენდი, ოჰაიოს შტატი, აშშ) — აშშ-ის ასტრონავტი, სამხედრო-საზღვაო ფლოტის 1-ლი რანგის კაპიტანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1952 წელს დაამთავრა უისკონსინის უნივერსიტეტი და ანაპოლისის სამხედრო-საზღვაო აკადემია. მუშაობდა ავიაციაში. 1962 წლიდან აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს ასტრონავტთა ჯგუფშია. 1965 წლის 4-18 დეკემბერს ფ. ბორმანთან ერთად კოსმოსურ ხომალდ ჯემინი 7-ით 206-ჯერ შემოუფრინა დედამიწას, 1966 წლის 11-15 ნოემბერს კი — ე. ოლდოინთან ერთად ჯემინი 12-ით (რომელსაც ის მეთაურობდა) 59-ჯერ. 1968 წლის 21-27 დეკემბერს ფ. ბორმანსა და უ. ანდერსთან ერთად კოსმოსურ ხომალდ აპოლო 8-ით პირველი გაფრინდა მთვარისაკენ (10-ჯერ შემოუფრინა მთვარეს). 1970 წლის 11-17 აპრილს ჯ. სიუჯერტსა და ფ. ჰეიზთან ერთად კოსმოსურ ხომალდ აპოლო 13-ით გაფრინდა მთვარეზე დასაშვებად (იყო ხომალდის მეთაური). ავარიის გამო ხომალდი მთვარეზე დაუშვებლად დაბრუნდა დედამიწაზე.

მის სახელს ატარებს მთავრის უკანა მხარის კრატერი — ლოველი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]